Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნების მონაწილეობის პირობები 2023 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე

13 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2023-ში მონაწილე საოჯახო მარნები ტრადიციულად, დეგუსტაციის წესით შეირჩევიან. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14 მარტიდან 13 აპრილამდე.

მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, „ღვინის კლუბის“ სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან საუკეთესო ღვინოებს შეარჩევს, რომლებიც ფესტივალზე დაიშვება.
შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2022 წლის მოსავლის ღვინოები.

ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს.

სადეგუსტაციო ნიმუშების საფასურის გადახდა ღვინის კლუბის ანგარიშზე მოხდება: ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE66TB1144536080100002, ააიპ ღვინის კლუბი.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი), შევსებული ანკეტა და სადეგუსტაციო ნიმუშის გადახდის ქვითარი.
მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.
ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა მინიმუმ 20 ლიტრს შეადგენს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტითა და გადახდის ქვითრით წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, სართული 12, ღვინის კლუბი.

ტელ.: 2 18 01 71

მობ.: +995 598 30 86 88

ნიმუშები ყოველ სამუშაო დღეს მიიღება, 11:00-დან 18:00-მდე.

ნიმუშების მიღება ხვალიდან, 14 მარტიდან დაიწყება!

E-mail: info@wineclub.ge

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

© ღვინის კლუბი



ღვინის კომპანიებისთვის მონაწილეობის ანკეტას როდის დადებთ?


სამაჯურები ნატურალური ქვებით

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული