Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი მედიტერანულად

საჭირო მასალა: 1 ცალი 1,5 კგ-იანი ქათამი, 2 ცალი ლიმონი, 600 გ პატარა ზომის კარტოფილი, 12 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ცალი სალბის ფოთოლი, 5 ღერი ახალი ან 1 ჩ.კ. გამშრალი ბეგქონდარა, 8 კბილი ნიორი, 200 გ წითელი ხახვი, 200 მლ ქათმის ბულიონი,  მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ქათამი დავჭრათ. 1 ლიმონი გამოვწუროთ და წვენი შევინახოთ, მეორე კი თხლად დავჭრათ. კარტოფილი თბილ წყალში ძალიან კარგად გავრეცხოთ ჯაგრისით, რომ მიწა არ შეყვეს. ქათმის ნაჭრები კანის მხრიდან მოვათავსოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ზემოდან მოვაყაროთ სალბის ფოთლები და ბეგქონდარა. ჭურჭელს გადავაკრათ ცელოფანი და 2 საათით მაცივარში შევდგათ დასამარინადებლად. ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ მოვათავსოთ ხახვი, ნიორი, კარტოფილი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთად ვშუშოთ. ქათამი კარტოფილთან და ლიმონის ნაჭრებთან ერთად მოვათავსოთ საცხობ ფორმაში, დავასხათ ქათმის მარინადი, მოვაყაროთ კიდევ მარილი და პილპილი, დავასხათ ბულიონი, დარჩენილი ზეითუნის ზეთი და 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ. რამდენჯერმე გამოვიღოთ და ხორცსა და კარტოფილს თავისივე წვენი მოვასხათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული