Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუკუმადესი

საჭირო მასალა: 1 სავსე ს.კ. მშრალი საფუარი, 2 ჭიქა წყალი, 1 ჩ.კ. მარილი, 1 ს.კ. შაქარი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 ჭიქა ფქვილი, 200 გ თაფლი, 150 გ ნიგოზი, ¼1/2 ჩ.კ. დარიჩინი, 0.5 ლ ზეთი ფრიტიურისათვის.

მომზადება: თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ მარილი, შაქარი, ზეითუნის ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მიქსერით ვთქვიფოთ 5-7 წუთის განმავლობაში. ცომს გადავაფაროთ ტილოს ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად 30-40 წუთით. ზეთი გავაცხელოთ, წყალში დასველებული სუფრის კოვზით ამოვიღოთ ცომი და პატარა ბურთულებად  მოვათავსოთ ფრიტიურში. ტემპერატურას მოვუკლოთ და ლუკუმადესები დაბრაწვამდე ვხარშოთ. მზა ლუკუმადესები მოვათავსოთ ხელსაწმენდზე, რომ ზეთისგან დაიწრიტოს და შემდეგ გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში. ლუკუმადესების ერთ ნაწილს მოვასხათ გამდნარი თაფლი, მეორეს მოვაყაროთ შაქრის პუდრაში არეული დარიჩინი და დაფქული ნიგოზი.

© ღვინის კლუბი/Weekend



სადაური დესერტია? პირველად შემხვდა :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული