Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა უნდა იკითხონ ნატურალური ღვინის მოყვარულებმა?

გამოცემა Forbes აქვეყნებს სტატიას, სადაც ბიოდინამიკური და ნატურალური ღვინის მოყვარულებისთვის წასაკითხ წიგნებთან დაკავშირებული რეკომენდაციებია თავმოყრილი. მათში როგორც ძველი, ისე ახალგამოცემული წიგნები მოხვდა და ისინი გარემოს დაცვასთანაც კავშირშია.

ბიოდინამიკური ღვინის კონკურსების ფრანგი ჩემპიონი და მეღვინე ჟერარ ბერტრანი ახალ წიგნს Nature at Heart: For a Better World („ბუნების გულში: უკეთესი სამყაროსთვის“) გამოსცემს. 2020 წელს ბერტრანი ეკოლოგიის დარგში რამდენიმე ჯილდოს მფლობელი გახდა. იგი 2002 წლიდან ტრადიციული ბიოდინამიკის მიმდევრადაა მიჩნეული, ღვინოს კი ლანგედოკში აყენებს. 2015 წელს მან კიდევ ერთი რიგნი Wine, Moon and Stars: A South of France Experience („ღვინო, მთვარე და ვარსკვლავები: სამხრეთ საფრანგეთის გამოცდილება“) დაწერა, სადაც მკითხველს პირად გამოცდილებას უზიარებს - თუ როგორაა შესაძლებელი მუშაობის პროცესში ბუნებასთან ბალანსის დაცვა და სულიერი გამოცდილების მიღება. ყველაფერთან ერთად კი მისი წიგნები ერთგვარი ღვინის მასტერკლასიცაა.

კიდევ ერთი ცნობილი ფრანგი ავტორების წიგნი Biodynamic Wine Growing: Understanding the Vine and its Rhythms („ბიოდინამიკური მეღვინეობა: ვაზისა და მისი რითმების გაგება“). ეს წიგნი ფრანგული ბიოდინამიკური მოძრაობის ნიმუშია  და  მეღვინეებისთვისა თუ ახალბედებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელოა. წიგნის რედაქტორი ჟან-მიშელ ფლორენი ე.წ.  ბუნებრივი ფილოსოფიის მიმდევარია, რომელიც გერმანელი მწერლის იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესგან მომდინარეობს. ფლორენის აზრით, ამგვარ ფილოსოფიას ბიოდინამიკური მეღვინეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

სანამ პანდემია სამყაროში თითქმის ყველაფერს შეცვლიდა,  RAW ღვინის ბაზრობები ძალიან პოპულარული და წარმატებული იყო. ამ ბაზრობებს იზაბელ ლეჟერონის ბერლინში, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, მონრეალსა და ნიუ-იორკში მართავდა. ღონისძიებებმა ბუნებრივი ღვინის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ბოლო ღონისძიებაზე ლეჟერონმა თავისი წიგნი Natural Wine: An Introduction to Organic and Biodynamic Wines Made Naturally („ბუნებრივი ღვინო: შესავალი ნატურალურად დაყენებული ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოებისთვის“) გააცნო სტუმრებს. წიგნის გამოცემა სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მომხმარებელთა ქცევა და ჩვევები დიდ ცვლილებებს განიცდიდა. ეს წიგნი ყველას, ვისაც ნატურალურ ღვინოში პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს, ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს.

 ახლა, როდესაც ნატურალური ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ელის ფეირინგის წიგნი Natural Wine for the people: What It Is, Where to Find it, How to Love It („ნატურალური ღვინო ხალხისთვის: რა არის, სად ვიპოვით და როგორ გვიყვარდეს ის“) ბევრისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და გამოსადეგია. ფეირინგი არამხოლოდ თავისი არაერთი ჯილდოს მფლობელი წიგნებითაა ცნობილი, არამედ  ეზოთერული ღვინისა და პრაქტიკის დემისტიფიკაციითაც, ამის მაგალითი მისი საყვარელი წიგნია ქართული ღვინოების შესახებ - For Love of Wine: My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Culture (ღვინის სიყვარულისთვის: ჩემი ოდისეა მსოფლიოს ყველაზე ძველ ღვინის კულტურაში“). ამ წიგნში იგი განმარტებებს, ბუნებრივი ღვინოების საგზაო რუკასა და ნამდვილი ენოფილებისთვის საუკეთესო ადგილებს სთავაზობს მკითხველს.

The Oregonian-ის ყოფილმა ავტორის კეტრინ კოულის წიგნი Voodo Vintners: Oregon’s Astonishing Biodynamic Winegrowers („ვუდუს მეღვინეები: ორეგონის გასაოცარი ბიოდინამიკური მეღვინეობები“) რეკომენდებული წიგნების სიაშია. თავად ეს რეგიონი ბურგუნდიული სტილის ღვინოებითაა ცნობილი, წიგნიც ისტორიასა და გამოცდილებას ეხება. ასევე ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს ბიოდინამიკური ღვინისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს და არაერთ საკითხს ეხება, რასაც თავის პოდკასტშიც აგრძელებს.

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული