Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის სიმპოზიუმი შანხაიში

ფოტოს ავტორი: ანნა გოდაბრელიძე

დღეს, 11 ნოემბერს, “ქარვისფერი ღვინის სამყაროს” ვარსკვლავები, ღვინის დიდოსტატები და ექსპერტები 80-ზე მეტ ჩინელ ღვინის პროფესიონალთან ერთად შანხაიში სიმპოზიუმს მართავენ, რათა შეისწავლონ და იმსჯელონ ქარვისფერი ღვინის როლის შესახებ ჩინეთის ღვინის სცენაზე: “ქარვისფერი ღვინო, ასევე ცნობილი როგორც “ნარინჯისფერი ღვინო” ახალი 8-ე კატეგორიის “განსაკუთრებულ ღვინოდ” 2020 წელს OIV-მ (მსოფლიო ვენახებისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციამ) აღიარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ტენდენციაა ღვინის სამყაროში.” - ვკითხულობთ China wine news-ზე.

პირველი “Skin-2-Skin: ქარვისფერი ღვინის სიმპოზიუმი” შარშან გაიმართა, რასაც 110-ზე მეტი პროფესიონალი და ქარვისფერი ღვინის 24 წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც ძალიან დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. 2024 წლის პროგრამა გაცილებით კომპლექსური და საინტერესოა, მოიცავს მრავალი სხვადასხვა მეღვინეობისა და მეღვინის სახელს, მათ შორის ისეთი მეღვინეობების, როგორებიც არიან Radikon, Foradori, Pheasant’s Tears და სხვა. პროგრამა ასევე მოიცავს საერთაშორისო, აზიელი და ჩინელი სპიკერების დისკუსიებს საკვებისა და ღვინის შეხამების საკითხზე. იქნება პანელური დისკუსიები სხვა საინტერესო საკითხების შესახებ, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება ჩინეთში ქარვისფერი ღვინის პოზიციონირებაზე, ამ კატეგორიის ღვინის გაყიდვასა და მარკეტინგზე.

ღონისძიებას წარმოადგენს Meiburg Wine Media, ProWine China-სა და VinosVivo Wine Media. “Skin-2-Skin: ქარვისფერი ღვინის სიმპოზიუმი 2024-ზე” წელს იქნება “ვარსკვლავური” პანელი, რომელსაც წარმართავს ქარვისფერი ღვინის დიდი მცოდნე და ღვინის დიდოსტატი– საიმონ ვულფი, ავტორი წიგნისა Amber Revolution: როგორ ისწავლა მსოფლიომ ქარვისფერი ღვინის სიყვარული. ვულფთან ერთად პანელურ დისკუსიას გამართავს მაღალი პროფილის ღვინისა და სასმელების მწერალი მაიკ ბენი, რომელიც სიდნეიში, ავსტრალიაში მუშაობს.

Skin-2-Skin: ქარვისფერი ღვინის სიმპოზიუმი 2024-ს სამი ღრმა დისკუსიის პანელი ექნება:

    •    ნაწილი 1: რა არის ქარვისფერი ღვინო?: ფესვები და განვითარება

    •    ნაწილი 2: ჩინეთი და ქარვისფერი ღვინო: შეხამება და გაყიდვები

    •    ნაწილი 3: გლობალური შედარებითი გემოვნება

ამ პროგრამის ფარგლებში VIP სტუმრები (ყველაზე ცნობილი სომელიეები, იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები, დიდოსტატები და გავლენის მქონე პირები) შეძლებენ არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ქარვისფერი ღვინის მაგალითების დაჭაშნიკებას, არამედ ისწავლიან, როგორ იმუშაონ ამ ღვინოებთან პრაქტიკულ დონეზე – გაყიდვების, მარკეტინგისა და მომხმარებლებთან უშუალოდ ურთიერთობის კუთხით.

მაიბურგი, Wine Media-ს დამფუძნებელი და Skin-2-Skin სიმპოზიუმის ხელმძღვანელი, ამბობს: “ქარვისფერი ღვინო მსოფლიოში უკვე მრავალი წელია ძლიერ ტენდენციად არის აღიარებული და ჩინეთში მათ უფრო უკეთ აფასებენ. ჩინეთის ბაზარზე ქარვისფერი ღვინო კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ცნობილი გახდება, რადგან ღვინის ეს კატეგორია ძალიან კარგად ერგება ჩინურ სამზარეულოს. ტემპერატურა, გემური პროფილი, ტექსტურა და არომატები ძალიან კარგად ეხამება ჩინეთის სხვადასხვა რეგიონულ კერძებს.”

ვებგვერდზე ვკითხულობთ შემდეგსაც: “ეს სტილი ისტორიულად საქართველოდან მოდის (ღვინის სამშობლოდან, სადაც პირველად 8000 წლის წინ დაიწყეს ღვინის დაყენება) და დღეს ის მსოფლიო მასშტაბით რენესანსის ეტაპზეა, რასაც ახალი საინტერესო  განვითარება ახლავს თან, ეს ნამდვილად ყველაზე საინტერესო დროა ამ კატეგორიისთვის და მთელი ღვინის ინდუსტრიის სტილისტური ევოლუციისთვის.”

საქართველოდან სიმპოზიუმს ესწრებიან ანნა გოდაბრელიძე, ბექა გოცაძე, თეკუნა გაჩეჩილაძე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ავსტრალიის, იტალიის, სლოვენიიის, ჩინეთის, სომხეთის, სერბეთის და სხვა ქვეყნების მეღვინეები, გასინჯავენ ღვინოს, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს და განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებს ამ კატეგორიისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობენ სომელიეები, ღვინის მომწოდებლები, F&B დირექტორები, იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ექსპერტები და ა.შ.

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული