Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქარვისფერ ღვინოს ყოველთვის ვეძებ რესტორნის ან ბარის მენიუში” - ამერიკელი სომელიე რჩეულ ღვინოებზე წერს.

ცნობილი სომელიე სარა მეი გრუნვალდი სტატიას Business Insider-ში აქვეყნებს და მკითხველს მისი ბოლო დროის რჩეულ თეთრ ღვინოებს აცნობს. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ღვინის უნიკალურ კატეგორიებზე, მათ შორის ქართულ ქარვისფერ ღვინოზე, როგორც ერთ-ერთ უძველესსა და საინტერესო პროდუქტზე. 

სარა მეი გრუნვალდი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში 2008 წლიდან მოღვაწეობს, წერს, რომ დღეს „ღვინის რენესანსის ეპოქაში“ ვცხოვრობთ, სადაც მრავალფეროვნება და მდგრადი მეღვინეობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სტატიის ძირითადი ნაწილი სარას მიერ შერჩეულ განსაკუთრებულ თეთრ ღვინოებს ეთმობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი კი ქართული ქარვისფერი ღვინოების აღწერას უჭირავს. გრუნვალდი აღნიშნავს, რომ ქარვისფერი ღვინოები, რომლებიც თეთრი ვაზის ჯიშისგან წითელი ღვინის წარმოების წესით იწარმოება ძალიან დამამახსოვრებელ ფერს იძენს და ღვინოსაც სულ სხვა თვისებებით გამოარჩევს:„ამ სტილის ღვინოების ფესვები საქართველოში იწყება, თუმცა დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონშიც გვხვდება. ქარვისფერი ღვინოები უჩვეულო შეფერილობითა და ტექსტურით გამოირჩევა. თუ რესტორანში ვარ ან ღვინის ბარში, ყოველთვის ვეძებ ქარვისფერ ღვინოს მენიუში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რესტორანში ან ბარში სერიოზული და გონიერი სომელიე მუშაობს.“ სარა ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ღვინის ისტორიულ მნიშვნელობას და ტრადიციული მეთოდების უნიკალურობას, რაც დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.

გრუნვალდი ასევე საუბრობს სომხურ თეთრ ღვინოებზე და საქართველოსთან პარალელს ავლებს: „სომხეთი და საქართველო ღვინის წარმოების უძველესი რეგიონებია, სადაც ათასწლეულების ისტორიამ განსაკუთრებული ღვინოები შექმნა.“ სტატიაში მის სხვა რჩეულ ჯიშებზეც ვკითხულობთ:

ასირტიკო – ბერძნული ჯიში, მაღალი მჟავიანობის მატარებელი ღვინო, რომელიც სიხალისითა და მინერალური ნოტებით გამოირჩევა. როგორც სარა აღნიშნავს, ის იდეალურია ყველთან მისაყოლებლად.

შენინ ბლანი – სარასთვის ეს “საუკეთესო ვაზის ჯიშია“. შენინ ბლანისგან მშრალ და ტკბილ კატეგორიებს ამზადებენ, განსაკუთრებით ცნობილია საფრანგეთში ლუარის ველისა და სამხრეთ აფრიკის შენინ ბლანები.

გარგანეგა – იტალიური ერთ-ერთი საინტერესო თეთრი ვაზის ჯიში, რომელიც ხილისა და ციტრუსის ნოტებით გამოირჩევა, თუმცა დაძველებისას მეტ კომპლექსურობასა და არომატებს იძენს.

მალვასიისა და ტრებიანოს ბლენდი ლაციოდან – სარა იტალიურ ადგილობრივ ღვინოებს განსაკუთრებულ პატივს სცემს და მათ „მკვეთრი და არომატული” ხასიათით გამოარჩევს.

შარდონე – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღვინის მოყვარულისთვის შარდონე არც ისეთი საინტერესო ჯიშია, გრუნვალდი მას „გაუგებრად მივიწყებულ” ღვინოს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ თანამედროვე შარდონე მრავალფეროვანი და დახვეწილია.

სტატიის ბოლოს სარა მეი გრუნვალდი მკითხველს ურჩევს, მისცენ შანსი ისეთ ღვინოებს, რომლებიც ტრადიციულ ჩარჩოებს სცდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული