იაპონური კორპორაცია Showa Aluminum Can-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ალუმინის ქილებისთვის განკუთვნილი თერმოქრომული საღებავების დამზადების ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ქილა იმის მიხედვით იცვლის ფერს, თუ რამდენი და რა ტემპერატურის სითხე ასხია მასში. ასეთი საღებავები ლუდსახარშ Asahi Breweries-ის მიერ წარმოებული ლუდის - Super Dry - ქილების გასაფორმებლად გამოიყენება. Asahi Breweries იაპონიაში ლუდის წამყვანი საწარმოა, ქვეყნის ლუდის ბაზრის 40%-ს მისი პროდუქცია იკავებს. შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგიით გამოშვებული ლუდის ქილაზე ტოკიოს ახალი ცათამბჯენი Tokyo Sky Tree-ა გამოსახული, ლუდის ამ სერიის გამოშვება ხომ სწორედ მის გახსნას მიეძღვნა. როდესაც ლუდი ცივია, ქილა ცისფერ შეფერილობას იღებს, ხოლო როდესაც სასმელი თბება, ქილაც იისფერი ხდება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი