Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული სამზარეულო ჩრდილოეთ ფილადელფიის ეპიცენტრში” - Inquirer

Inquirer ამერიკული ჟურნალია, რომელიც პენსილვანიის შტატის ყველაზე დიდ გამოცემად სულ რამდენიმე წლის წინ იქცა. გაზეთი 1829 წლიდან გამოდის, აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს კი მთელს ქვეყანაში მთავარი ჟურნალი იყო. 1 აგვისტოს კვების კრიტიკოსმა კრეგ ლებანმა ქართული რესტორნის შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ავტორი წლებია ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ წერს, ამის მიზეზი კი ფილადელფიის შტატში ქართული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდაა: “ხაჭაპური გასული წლის განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო კერად დასახელდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპურია, რომელიც “გამარჯობაში” აუცილებლად უნდა გასინჯოთ” - წერს ავტორი. 

სტატიაში ქართულ ღვინოზეც ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ვკითხულობთ, რესტორანში საფერავის გარდა სხვა ღვინოებსაც სეხვდებით: “ერთი ბოთლი ღვინის ყიდვას 25 დოლარად შეძლებთ, რომლებიც ნამდვილად ძალიან კარგად ესადაგება და უხდება ქართულ სამზარეულოს. წითელი საფერავი, რომელსაც ღრმა, ძალიან მეწამული წითელი ფერი აქვს, ძალიან უხდება შემწვარ ხოეცს. რქაწითელს კი ტროპიკული ხილის ნოტები ახასიათებს, რესტორანში წინანდლის გასინჯვასაც შეძლებთ, ღვინის გარდა კი, თუ არაალკოჰოლური სასმელი გაინტერესებთ, მაშინ ქართული ხილის კომპოტი და ტარხულის ლიმონათი უნდა დააგემოვნოთ” - არნიშნავს კრიტიკოსი. 

“გამარჯობა” ინტერით, საცეკვაო მოედნით, ცოცხალი შესრულებითა და ძალიან ლამაზი ვერანდებით ნამდვილად გამოირჩევა. ავტორი შეფ დავით წურწუმიაზეც საუბრობს, როგორც ის ამბობს, განსაკუთრებით მოეწონა ცხვრის კერძები ტყემლის სოუსით, რომელიც ქონდარითა და სხვა სუნელებითაა შეზავებული: “აუცილებლად უნდა გასინჯოთ ხინკალიც, ქვეყნის მართლაც უნიკალური და გამორჩეული კერძი, ფხალეულობა, ქათმის შქმერული ნივრით, ოსტრი სურნელოვანი ქინძით, უცხო სუნელითა და ქონდარით. ქართვლები ამტკიცებენ, რომ სანელებლებს მართლაც კერძის ხელოვნებად ქცევა შეუძლია.” - ვკითხულობთ სტატიაში

ფილადელფიის სწორედ ამ რესტორანში კრეგ ლებანისთვის ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს აცხობენ. ავტორი ძალიან დეტალურად უამბობს მკითხველს კერძებზე და საბოლოოდ ყველას ურჩევს “გამარჯობაში” ქართული კერძებისა და ღვინის გასინჯვას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული