Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო და მისი ევროპული აღიარება – გერმანული ჟურნალი საქართველოს შესახებ წერს

 

ქვევრის ღვინო და ნატურალური მეღვინეობა კვლავ იპყრობს დასავლური მედიის ყურადღებას. გერმანული გამოცემა dpa-tmn-ში დღეს გამოქვეყნდა სტატია "Ungewohnt in Farbe und Geschmack: Orange, Naturwein und Co." განსაკუთრებული აქცენტი ქართულ ტრადიციულ ქვევრის ღვინოზე, მისი დამზადების პროცესსა და ევროპაში მზარდ პოპულარობაზე კეთდება.

ავტორი აღნიშნავს, რომ ქვევრის ღვინო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. „საქართველო ღვინის აკვანია. ეს ტრადიცია 8000 წლის განმავლობაში უპირობოდ გადაეცემოდა თაობიდან თაობას,“ – წერს იგი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქვევრში ღვინო ძალიან საინტერესო პროცესს გადის: „ყურძენი მთლიანად, კანის, წიპწისა და კლერტის ჩათვლით, რამდენიმე თვე ტრადიციულ თიხის ჭურჭელში, ქვევრში, რჩება. ეს მეთოდი ღვინოს განსაკუთრებულ სტრუქტურას, მდიდარ არომატებსა და ძლიერ ტანინებს ანიჭებს."

სტატიაში ხაზგასმულია, რომ დასავლეთში ხშირად იყენებენ ტერმინ "Orange Wine", თუმცა საქართველოში ეს ღვინო "Amber Wine"-ის სახელითაა ცნობილი: „თავდაპირველად, ქარვისფერი ღვინო ჩემთვის უჩვეულო იყო –ჩემი ღვინის გამოცდილებას არ ერგებოდა. მაგრამ როცა მისი სტრუქტურა და არომატები უკეთ გავიცანი, მართლაც აღტაცებული დავრჩი“

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვევრის ღვინის დაძველების პროცესში ვითარდება საოცარი არომატები – მისი გემო დინამიკურია, დროთა განმავლობაში იცვლება და ნელ-ნელა უფრო ღრმა და საინტერესო ხდება. ეს ის ღვინოა, რომელიც ყოველ საათში ახალ ნიუანსს აღმოგაჩენინებსზუსტად ისე, როგორც დიდებულ ხელოვნების ნიმუშს.“

სტატიაში ქვევრის და ევროპული კლასიკური მეთოდის განსხვავების შესახებაც წერენ და ასევე ხაზს უსვამენ ქართული ქვევრის ღვინის პოპულარობის ზრდას ევროპაში. ავტორი ამბობს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში სულ უფრო მეტი ღვინის ბარი და რესტორანი ზრდის ღვინის მენიუს ქართული ქვევრის ღვინოებით.

გერმანელი ღვინის ექსპერტი ერნსტ ბიუშერი კომენტარს აკეთებს და ამბობს: ქართველი მეღვინეები ახერხებენ, რომ უძველესი მეთოდებით მიღწეული გემო თანამედროვე ღვინის მოყვარულებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ. ქვევრის ღვინო არის ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმის საუკეთესო მაგალითი.“

სტატია სრულდება იმით, რომ ქვევრის ღვინო დღეს უკვე არა მხოლოდ უნიკალური ისტორიის მქონე პროდუქტია, არამედ საერთაშორისო ტენდენციების ნაწილიცაა. ვისაც ჯერ არ გაუსინჯავს ქვევრის ღვინო ურჩევს, რომ „უჩვეულო და სრულიად ახალი, საინტერესო გამოცდილებისთვის უნდა მოემზადოს

ქართული ქვევრის ღვინო კვლავ იპყრობს მსოფლიო მედიის ყურადღებას და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალურ ღვინის ბაზარზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული