Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო პარიზში

გასული წლის ბოლოს პარიზში საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის (GBDC) ორგანიზებით დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც პარიზის ცნობილმა ღვინის სალონმა Soif D’ailleurs-მა უმასპინძლა. საჯარო დეგუსტაციას სომელიეები, ენოლოგები, კერძო შემსყდველები, პროფესიული ღვინის ორგანიზაციების, ქართული რესტორანი თამადას, ღვინის ატელიეს, მაღაზიების ქსელი Nysa-ს, ქართული დიასპორის წარმომადგენლების და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დეგუსტაციაზე 20 მცირე და საშუალო ღვინის მარნებმა წარმოადგინეს 40 დასახელების თეთრი, ქარვისფერი და წითელი ღვინოები: არმაზული, ივერი ბერიძე, ანაპეა, ლაშა გურულის მარანი, შმაგი ავალიშვილი, დემის მარანი, ბრუალე, შალვა გვარამაძე, ზეგაანი, წინანდლის  მარანი, მარანი კალამი, თამარ ბოლქვაძე.

ზემოთ ჩამოთვლილი მწარმოებლების გარდა, 2020 წელს დაგეგმილია სხვა მარნების ღვინოების დეგუსტაციაც: ბუნებური, დორემი, შაბო, ლაშა მუმლაძე, ჩიხლაძის მარანი, კასრელი, კაპისტონი, ლომთაძის მარანი, გაიზ სოფრომაძე, ყვარელი 2017.

ლაშა მუმლაძის, არმაზულის, კაპისტონის, ბრუალეს და შალვა გვარამაძის ღვინო პარიზის საცალო ქსელის გაყიდვაშია 2019 წლის დეკემბრიდან, რაც საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის -  GBDC - ის მიერ გატარებული გაყიდვების წამახალისებელი ღონისძიებების შედეგია.

დეგუსტაციას უძღვებოდა სომელიე რემი ვოსერი, რომელიც bio-Gastronomie-ის კონსულტანტი და Planetgout-ის წევრია, ორგანიზაციის,  რომელიც მისი ხელმძღვანელის, კვებისა და სასმელი პროდუქტების  დეგუსტატორის, ვერონიკა ანასტასიას ინიციატივით, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაცია გახდა ქართული ქვევრის და ნატურალური ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

2020 წლის დასაწყისში უკვე 25-ზე მეტმა ღვინის ბარმა და რესტორანმა გამოთქვა სურვილი ქართული ნატურალური ღვინის დეგუსტაციის დამოუკიდებელი  მასპინძლობისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.