Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო More Natural Wine-ზე

More Natural Wine 2018 წელს შეიქმნა და ბერლინში ნატურალური ღვინის სხვადასხვა იმპორტიორებთან თანამშრომლობს. ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც გერმანიასა და ევროპაში მხოლოდ ნატურალური და დაბალი ინტერვენციის ღვინოების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 

ღვინის მოყვარულებს გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან შეეძლებათ ნატურალური, სხვადასხვა სტილის ღვინის შეძენა: “ჩვენ ბერლინში ღვინის იმპორტიორებისგან კვირაში ერთხელ ვიღებთ შეკვეთილ ღვინოებს და სწორედ ამიტომაც, ჩვენი არჩევანი ძალიან ფართოა” - ვკითხულობთ more natural wine-ის ვებ.გვერდზე, სადაც ძალიან მარტივად შეგეძლებათ სხვადასხვა ღვინის გამოწერა. 

გერმანიაში ქართული ღვინის ყველაზე დიდმა იმპორტიორმა naturwein-georgien-მა ერთი კვირაა რაც More Natural Wine-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა, სადაც უკვე 50-მდე ქართულ ღვინოს აღმოაჩენთ. აქ შეხვდებით “ჭონას მარანს”, “სამთავისის მარანს”, “მარტვილის მარანს” და ა.შ. More Wine-ის ხელმძღვანელი რამდენიმე ღვინოსა და თავის შთაბეჭდილებებს მსმენელსა და მკითხველს უზიარებს.

“ჭონას მარნის” 2021 წლის რქაწითელი გამოირჩევა გარგრის ჩირის, ვაშლისა და ქონდრის არომატებით: “არის სასიამოვნო, ტანინიანი ქარვისფერი ღვინო, რომელიც შემწვარი კერძებს ძალიან მოუხდება". - წერს ავტორი.

მისი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია “ღვინის ხელოსნების” მითრა 2020-მა, რომლის სულ 250 ბოთლია წარმოებული. ის, როგორც ვკითხულობთ, გამოირჩევა თივის, ანისულის, თეთრი წიწაკისა და მანდარინის ნოტებით.

მარტვილის მარნის” 2021 წლის ცოლიკოური 5 თვის განმავლობაში იყო წიპწებთან კონტაქტში, გამოირჩევა მსხლის ცოცხალი ნოტებით, ხმელი მწვანილებისა და ლიმნის ცედრის არომატებით. 

სამთავისის მარნის” გორული მწვანე კი კარამელის სურნელებით, დაბოლოებისას კი პიტნისა და ბალახოვანი ნოტებითაა დახასიათებული. სრულად ქართული ღვინოების ჩამონათვალს შეგიძლიათ more natural natural-ზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული