Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ცხვრის ნეკნები სტაფილოთი

საჭირო მასალა: 1 კბილი ნიორი, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 8 ნაჭერი ცხვრის ნეკნი ძვლით, 1,5 ს.კ. დათლილი ნუში, 400 გ სტაფილო, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 1 ს.კ. თაფლი, მწიკვი დარიჩინი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი პიტნა, 4 ს.კ. იოგურტი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ 4 ს.კ. ზეთი. ხორცის ნაჭრები შევამშრალოთ, თასში მოვათავსოთ და ნივრიანი ზეთი დავასხათ. სტაფილო გავასუფთავოთ და თხელ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ სტაფილო და 3 წუთის განმავლობაში ყველა მხრიდან დავბრაწოთ. დავუმატოთ ნუში, თაფლი, წიწაკა და 4 წუთი ვშუშოთ. ამასობაში მეორე ტაფა გავაცხელოთ და ხორცის ნაჭრები ორივე მხრიდან შევწვათ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სტაფილოს დავუმატოთYლიმონის წვენი, იოგურტი, დარიჩინი, მარილი და პიტნა. შემწვარი ხორცი სუფრასთან სტაფილოს გარნირთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული