Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ხორცი ესპანურად

საჭირო მასალა: 1 ცალი ცხვრის მხარი (1,6 კგ), 300 გ სტაფილო, 200 გ ნიახურის ღერები, 150 გ ხახვი, 2 ტოტი როზმარინი, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 15 კბილი ნიორი, 1 ს.კ. კამის თესლი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. ტომატპასტა, 2 ს.კ. ნეკერჩხლის ვაჟინი, 250 მლ წითელი ღვინო, 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 კონა ოხრახუში, ზღვის მარილი, ახალდაფქული პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ხორცის ნაჭერს მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, მოვაყაროთ ზღვის მარილი და პილპილი. სტაფილო და ნიახური 1 სმ სიგრძის ნაჭრებად, ხახვი კი სეგმენტებად დავჭრათ. როზმარინი დავკეპოთ. დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვათავსოთ ცხვრის მხარი და ყველა მხრიდან მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. ხორცი ამოვიღოთ ტაფიდან. იმავე ცხიმში ჩავყაროთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, ნიახური, როზმარინი, კამის თესლი, ტომატპასტა, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ნეკერჩხლის ვაჟინი და ღვინო და ცოტა ხანს ვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ ბოსტნეულის ბულიონი, ჩავდოთ ცხვრის ხორცი და 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3,5-4 საათის განმავლობაში შევწვათ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.