სახელგანთქმულმა ბარმენმა სალვატორე კალაბრეზემ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კოქტეილი დაამზადა. კოქტეილი Salvatore's Legacy ლონდონის ბარში შეიქმნა და მისი ერთი ულუფა 8 826 დოლარად არის შეფასებული. თუ ფასის მიხედვით ვიმსჯელებთ, სასმელი ოქროსი უნდა იყოს, თუმცა კოქტეილი არანაირ ძვირფას მეტალს არ შეიცავს. საქმის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ Salvatore's Legacy-ს დასამზადებლად საკმაოდ ხანგრძლივი დაძველების სასმელები დაიხარჯა: 1788 წლის კონიაკი Clos de Griffier Vieux, 1770 წლის ტკბილი ლიქიორი Kummel, ლიქიორი Dubb Orange Curacao, რომელიც 1860 წლით არის დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ სალვატორეს მიერ ძვირფასი ლიქიორის შექმნის წინა მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა: ერთ-ერთი ინგრედიენტი - 1780 წლის Clos de Griffier Vieux- გატყდა. კალაბრეზე ამ ფაქტმა ძალზე დაამწუხრა, მაგრამ კოქტეილის მორიგ ვერსიაზე მუშაობის დროს განცდილ მარცხს არ შეუშინებია. სალვატორემ ახალი, უნიკალური კოქტეილის შექმნისთანავე განცხადებით მიმართა გინესების რეკორდების წიგნის მესვეურებს. მას იმედი აქვს, რომ კოქტეილი Salvatore's Legacyამ წიგნში შევა და მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კოქტეილის ტიტულს სამართლიანად დაიმსახურებს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი