Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდ ბრიტანეთში პაბები იხურება

უკანასკნელი წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კვირაში საშუალოდ 26 პაბი წყვეტს მუშაობას. ადგილობრივი ეკონომიკისთვის ერთი პაბის დახურვა დაახლოებით 80 ათასი გირვანქა სტერლინგის დანაკარგს ნიშნავს. გარდა ამისა, პაბების დახურვის პარალელურად, ბუნებრივია, იზრდება უმუშევართა რაოდენობაც. 2008 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში პაბების რაოდენობა, საერთო ჯამში, 7 000-ით შემცირდა. ექსპერტების განმარტებით, ამ სამწუხარო სტატისტიკას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის კანონი, რომელიც პაბებში მოწევას კრძალავს და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ლუდის აქციზის 42%-ით გაზრდა. გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები ლუდს ახლა უკვე სუპერმარკეტებში ყიდულობენ, გაცილებით იაფად, ვიდრე პაბებში და საკუთარ სახლებში სვამენ, სადაც მოწევასაც არავინ უშლით.
© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული