Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბის ტრენინგი – ღვინის შეთავაზება და მომსახურება

გრძელდება რეგისტრაცია ღვინის კლუბის მორიგ ტრენინგზე –  ღვინის შეთავაზება და მომსახურება, რომელსაც WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის კონსულტანტი ალექს ბადუაშვილი გაუძღვება. 

ტრენინგი ჩატარდება მარტის შუა რიცხვებში.

· მსმენელები შეისწავლიან ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირებას, მომსახურების საფუძვლებს, დახვეწენ სტუმართან ურთიერთობის უნარებს.

· კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“ღვინის შეთავაზება და მომსახურება”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, საგამოცდო ინვენტარი და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.

 · ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე

 · ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 140 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI. “ღვინის კლუბის” წევრები (2013 წლის დეკემბრამდე დარეგისტრირებული), რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, მიიღებენ 20%–იან ფასდაკლებას.

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია. კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 551-852-851 (გიორგი).

P.S. შეგახსენებთ, 11–12 თებერვალს, ღვინის კლუბის სკოლამ უკვე გამართა ამ წლის პირველი ტრენინგი – როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, რომელსაც მალხაზ ხარბედია უძღვებოდა,  WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის მწერალი, ღვინის კლუბის პრეზიდენტი და რომელსაც 20 სტუდენტი დაესწრო. მათგან 15–მა წარმატებით ჩააბარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.

უფრო დეტალურად ღვინის კლუბის სკოლის შესახებ იხ. აქ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული