Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭყინტი ყველი

მასალა: რძე (ნაღებმოუხდელი) 4-5 ლიტრი

კვეთისთვის: პეპსინი 0,5 გრ

კვეთი: პეპსინი გავხსნათ ოთახის ტემპერატურის 200 გრ-მდე (1 ჩაის ჭიქა) რძეში
 
რძე გადავწუროთ წვრილბადიან საცერზე, ჩავასხათ არაემალირებულ ჭურჭელში და შევათბოთ. (რძე არ უნდა ადუღდეს, უნდა შეთბეს დაახლოებით 30 გრადუსამდე). თბილ რძეში ჩავუშვათ კვეთი, კარგად მოვურიოთ და თბილ ადგილას დავდგათ 20-30 წუთით, შეიძლება ქურაზევე დავტოვოთ. ქვაბი შევდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და აჭრილი რძის მასა ხელით ფრთხილად მოვაგროვოთ ჭურჭლის ერთ კიდეში. 5 წუთში მასა მთლიან გუნდად შეიკვრება. ოდნავ მოვწუროთ, ზედმეტი სითხე რომ გამოვადინოთ. ამის შემდეგ შეგვიძლია ჯამში გადავიტანოთ. ყველი უცბად მოიყენებს სითხეს, რომელიც შეგვიძლია გადმოვწუროთ ჯამიდან (ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად სასურველია გამოიყენოთ თუშფალანგი). ჭყინტი ყველი თბილ ადგილას შევინახოთ 24 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში ყველი ფორებს გაიკეთებს და მზადაა მოხმარებისთვის ან შემდგომი დამუშავებისათვის.
 
© tos-ka

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.