Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მიიღეთ განათლება ღვინის კლუბის სკოლაში

ღვინის კლუბის სკოლა იწყებს სრულფასოვან ტრენინგებს სხვადასხვა თემის (მოდულის) მიხედვით. თითოეული მოდული შემუშავებულია ღვინის კლუბის სპეციალისტების მიერ და გულისხმობს კონკრეტულ თემაზე რამდენიმედღიანი ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგებს ჩაატარებენ WSET–ის (Wine & Spirit Education Trust) საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ღვინის პროფესიონალები, ენოლოგები, სომელიეები და მევენახეები.

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

ამ ეტაპზე გთავაზობთ შემდეგ მოდულებს:

როგორ დავაგემოვნოთ ღვინო

   · მსმენელები დაეუფლებიან ღვინის დაგემოვნების სისტემურ მეთოდებს. ასევე შეისწავლიან ღვინის ტიპურობის განმსაზღვრელ ყველა მახასიათებელს. გავსინჯავთ და დავახასიათებთ ყველა ტიპის ქართულ ღვინოს.

   · კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“როგორ დავაგემოვნოთ ღვინო”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, სადეგუსტაციო ღვინის ნიმუშები, საგამოცდო ღვინოები და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.

   · ტრენინგს გაუძღვება: მალხაზ ხარბედია,  WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის მწერალი, ღვინის კლუბის პრეზიდენტი.

   · ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე

   · ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 160 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI. “ღვინის კლუბის” წევრები (2013 წლის დეკემბრამდე დარეგისტრირებული), რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, მიიღებენ 20%–იან ფასდაკლებას.

ღვინის შეთავაზება და მომსახურება

   · მსმენელები შეისწავლიან ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირებას, მომსახურების საფუძვლებს, დახვეწენ სტუმართან ურთიერთობის უნარებს.
   · კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“ღვინის შეთავაზება და მომსახურება”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, საგამოცდო ინვენტარი და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.
   · ტრენინგს გაუძღვება: ალექს ბადუაშვილი, WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის კონსულტანტი.
   · ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე
   · ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 140 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI. “ღვინის კლუბის” წევრები (2013 წლის დეკემბრამდე დარეგისტრირებული), რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, მიიღებენ 20%–იან ფასდაკლებას.

თითოეულ მოდულში ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 15-ს. ტრენინგები სავარაუდოდ იანვრიდან დაიწყება. დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიანი კურსის შეკვეთაც. რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია

თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ღვინის კლუბის სკოლა შემოგთავაზებთ სხვა მოდულებსაც:

   · ღვინისა და კერძის შეხამება

   · ქართული ღვინის კლასიფიკაცია: ჯიშები, რეგიონები, ტიპები (მოდული მოიცავს ქართული ღვინოების დეგუსტაციას)

   ·  ქართული ღვინის ისტორია

   · მსოფლიოს ღვინოები (მოდული მოიცავს უცხოური ღვინოების  დეგუსტაციას)

   · ღვინის ნაკლოვანებები და დაავადებები (სადემონსტრაციო ნიმუშების გასინჯვით)

   · მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი პრინციპები და ტიპები

   · ღვინის მარკეტინგი

ღვინის კლუბი მოყვარულების გარდა აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს: ენოლოგებს, სომელიეებს, მევენახე–მეღვინეებს და ა.შ.. ჩვენ 5 წლის განმავლობაში ჩავატარეთ 50-ზე მეტი საჯარო ლექცია, 12 დახურული ტრენინგი, არაერთი პროფესიული დეგუსტაცია თუ ღვინის ფესტივალი. რეგულარულად ვაწყობთ ექსპედიციებსა და საველე სამუშაოებს. ღვინის კლუბი გამოსცემს ყოველკვირეულ გაზეთ მარანს, ყოველწლიურად გამოდის ქართული ღვინის გზამკვლევი, სხვადასხვა დროს გამოვიდა წიგნები ქართული ღვინისა და კერძის შეხამება, Georgia – Cradle of Wine და სხვ.. 2014 წლიდან ღვინის კლუბი კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.



სად შეიძლება უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღება და შაბათ-კვირას თუ შეიძლება დასწრება?


დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე info@wineclub.ge.


ტრენინგები როდის იწყება?


პირველი ტრენინგები ჩატარდება 12–13 თებერვალს. 



როგორ დაგიკავშირდეთ?


რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზეinfo@wineclub.ge ან შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია



გამარჯობათ. მაქვს "ტარო ინვესტის" მიერ 2005 წელს ჩამოსხმული ღვინო, ერთი ბოთლი (0,75 ლ.)"ქინძმარაული". ღვინო იმითაა საინტერესო, რომ სპეციალურად ჩამოისხა საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით (აქვს შესაბამისი ეტიკეტი)და წარმოადგენდა ამერიკელი სტუმრების საპატივსაცემოდ გაშლილი სუფრის კომპონენტს. ხომ ვერ მეტყვით, საკოლექციოდ რომელიმე კომპანია ან პიროვნება თუ ისურვებდა?


მინდა ყველა გამოცემის შეძენა, სად შევიძინო ჟურნალები?


sad chatardeba es triningi?


ამჟამად თუ იგეგმება ტრენინგები?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.