Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო CHEERS WINES-ში - პეკინის უმსხვილეს ღვინის მაღაზიათა ქსელშია

დღეიდან პეკინში მცხოვრები ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლისთვის ქართული ღვინის დაგემოვნება და შეძენა CHEERS WINES-ის ღვინის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

CHEERS WINES-ის მაღაზიების ქსელი ჩინეთში 2008 წელს შეიქმნა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს პეკინში. კომპანია დაარსებულია შვეიცარიელი მამა-შვილის ტიენი და კლაუდია  მასუეგერების მიერ, რომელთა ოჯახი 1898 წლიდან ეწევა ღვინის ბიზნესს. CHEERS WINES-ი იმპორტირებული ღვინის გაყიდვასთან ერთად ღვინის საგანმანათლებლო კურსებს ატარებს და მსურველებს ღვინის მოხმარების და სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კულტურებს აცნობს.

CHEERS WINES-ის ღვინის ექსპერტი,  ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოწვევით 2016 წლის სექტემბერში ეწვია საქართველოს. ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, CHEERS WINES ქსელის 45 ღვინის მაღაზიაში მომხმარებლებისათვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციები და პრეზენტაციები გაიმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.