Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის კომპანიები დუსელდორფში ProWein 2018-ზე

18-20 მარტს გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში ProWein 2018 მსოფლიოს უდიდესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ჩატარდა. გამოფენის ისტორია 1994 წლიდან იწყება. ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენაში საკუთარი პროდუქცია 64 ქვეყანამ წარმოადგინა და მას 60 ათასამდე ღვინით მოვაჭრე და იმპროტიორი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობაა.

ProWein-2018-ზე ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.

გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო.

„დიუსელდორფის „ProWein“-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ღვინის სექტორში. საქართველო უკვე 10 წელზე მეტია მასში სტაბილურად მონაწილეობს და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. წელსაც, ძალიან ბევრი ქართული ღვინის დამფასებელი და მომხმარებელი მოვიდა ქართულ სტენდთან. დუსელდორფის გამოფენაზე ქართული ღვინის კარგად წარმოჩენა ერთგვარი საწინდარია, რომ ახალ ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო და უფრო კარგად გაიყიდოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს და ერთიანი ქართული სტენდი წლიდან წლამდე წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი ხდება. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო 26 კომპანიამ წარადგინა.

როგორც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული ხალხმრავლობით და პროდუქტიული საქმიანი შეხვედრებით გამოირჩეოდა.

ProWein-2018-ში მონაწილეოდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „მეგობრების მარანი“, შპს „ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, KTW, „გურამიშვილის მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თბილღვინო“, „მარნის კარი“, „ბოლერო“, „შილდა“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „თელიანი ველი“, „კახური“, „ვიტე ვერა/ბესინი“, „შუხმანი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ხარება“, „შუმი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, GWS, „შატო მუხრანი, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კორპორაცია ქინძმარაული“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.