Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზისა და ღვინის 38-ე მსოფლიო კონგრესი გაიხსნა

ვაზისა და ღვინის 38-ე მსოფლიო კონგრესი (38th World Congress of Vine and Wine)  გერმანიაში, მაინცში 5 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა.

კონგრესი ხუთ დღეს გაგრძელდება. მისი ორგანიზატორები არიან ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) და გერმანიის კვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო. 

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია 1924 წელს დაარსდა. ის ყოველწლიურად უძღვება საერთაშორისო კონგრესს. ასამბლეის მიზანია  OIV-ის წევრი სახელმწიფოების მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს წარმომადგენელ მეცნიერთა და გადაწყვეტილების მიმღებთა შეკრება და გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარება. 2014 წელს კონგრესი არგენტინის ქალაქ მენდოზაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდა 1000-ზე მეტი პროფესიონალი. წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი მოხსენება. 2010 წელს ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესი თბილისში გაიმართა. 

კონგრესის თემატიკა, როგორც წესი, ოთხი ძირითადი მიმართულებით იშლება:

•    მდგრადი მევენახეობა - განსაზღვრული და განვითარებადი;

•    ენოლოგია დაცვასა და ახლის ქმნას შორის;

•    განვითარებადი ეკონომიკა და კანონმდებლობა;

•    უსაფრთხოება და ჯანდაცვა. ინიდივიდუალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხი.

შესაბამისად, კონგრესი ოთხ სექციად მუშაობს - მევენახეობა, ენოლოგია, ეკონომიკა და კანონმდებლობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება.

წლევანდელი კონგრესის მთავარი თემაა „პროგრესი და პასუხისმგებლობა“, რომლის შესახებაც OIV-ის პრეზიდენტმა, ჟან მარი ორანმა 2015 წლის დასაწყისში საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, 2015 წლის კონგრესის მთავარი ფოკუსი იქნება მომხმარებლის საჭიროებები - ჯანდაცვა და გამჭვირვალეობა.  

საქართველოდან, როგორც OIV-ის აქტიური წევრი სახელმწიფოდან წელს წარმოდგენილი იქნება სამი მოხსენება. სამივე მათგანი ქართულ გამოცდილებას შეეხება. 

პირველ მოხსენებას -„კოოპერატივების როლი ქართული ღვინის ინდუსტრიაში“ - 7 ივლისს, ეკონომიკისა და კანონმდებლობის სექციაში წარმოაგენს სოფი ღვანიძე (ჰეილბრონის უნივერსიტეტი) (მოხსენების ავტორები: ლევან ქვარიანი, სოფი ღვანიძე).

„ქართული ღვინისა და სუფრის ყურძნის ბიოლოგიური და ტექნოლოგიური თავისებურებები“ - მოხსენებას 7 ივლისს, მევენახეობის სექციაში, წარმოადგენენ ლევან უჯმაჯურიძე და ლონდა მამასახლისაშვილი (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი).  

ია ფიფიას მოხსენება - „ქართული პლასტიდური დნმ-ის ჰაპლოტიპი და სამხრეთ კავკასიური ველური ყურძნის ქლოროპლასტური დნმ-ის სრული თანმიმდევრობა“ – ასევე, 7 ივლისს, მევენახეობის სექციაში იქნება წარმოდგენილი. 

დაინტერესებულ პირებს კონგრესის სრული პროგრამა შეუძლიათ, იხილონ მოცემულ ბმულზე

© საქართველოს ღვინის კლუბი. ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გმადლობთ,ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. იმედია საქართველოდან წარდგენილი მოხსენებების მოსმენის შესაძლებლობა გვექნება ღვინის კლუბში.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული