Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულ ღვინოსა და კულტურაზე Vinography წერს

საქართველო და ქართული ღვინის კულტურა მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, მეტად ინტერესდებიან ღვინის მოყვარულებიც და ჩვენი ღვინოებიც მეტ ყურადღებას იპყრობს. Vinography ქართულ რჩეულ ღვინოებს ახასიათებს და მკითხველს ჩვენს უნიკალურ ტექნოლოგიასა და კულტურაზე უამბობს. 

თავდაპირველად ავტორი იმ აღმოჩენის შესახებ საუბრობს, რის შემდეგაც საქართველო “ღვინის აკვნად” მოიაზრება: “ის, რაც საქართველოს ასე ღირსშესანიშნავსა და პატივსაცემს ხდის, სწორედ ისაა, რომ 8000 წლის შემდეგაც კი იქ ღვინის ტექნოლოგია არ შეცვლილა.” - წერს ავტორი. სტატიაში ვკითხულობთ ქვევრში ღვინის დაყენების პროცესზე, ქართულ ვაზის ჯიშებსა და ადგილწარმოშობებზეც. 

როგორც ჩანს, ავტორს ქართული ღვინო პირველად დაახლოებით 15 წლის წინ გაუსინჯავს: “Josko Gravner-ის ღვინის გასინჯვის შემდეგ, რომელიც ქართული მეღვინეობით იყო ინსპირირებული, მეც უფრო დავიტერესდი ქართული ღვინით. 2012 წელს კი Prowein-ის დეგუსტაციაზე გავსინჯე საკმაოდ ბევრი ღვინო. ამერიკაში ძალიან ცოტამ თუ იცოდა ქართული ღვინის შესახებ, ექსპორტზეც, თითქმის არცერთი მარანი გასულა მაშინ.” - ვკითხულობთ სტატიაში. ამ ბოლო პერიოდში კი აშშ-ში, ოკლენდში ჩატარებულმა ღონისძიებამ ქართული ღვინის შესახებ, რომელსაც კრისტი კენტერბერი უძღვებოდა, ავტორი კიდევ უფრო აღფრთოვანა და სულ რამდენიმე ხანში Vinography-ზე ქართული ღვინოების დახასიათებაც შესთავაზა მკითხველს. 

60% ცოლიკაურითა და 40% ციცქათი დაწურული ღია ოქროსფერი შეფერილობის ეს სასიამოვნო ღვინო ციტრუსის ქერქის,  თაფლის, ქიშმიშისა და გრეიპფრუტის არომატებით გამოირჩევა. არის ძალიან სასიამოვნო და შთამბეჭდავი.”- ვკითხულობთ “მწვანე ისთეითის”, 2021 წლის პეტ-ნატზე. 

მწვანე, “აგრიდა”, 2019-ში კი გამომცხვარი ვაშლის, მსხლისა და ციტრუსის სურნელებას იგრძნობთ ნუგას ნოტებთან ერთად. ახასიათებს სასიამოვნო მჟავიანობა და სკამაოდ გრძელი დაბოლოება. 

ქისი, “ანაპეა”, 2019 - ამ ღვინოს, როგორც ავტორი წერს, გარგრის ჩირის, ფორთოხლის ქერქისა და ხმელი მწვანილის არომატები აქვს. გამოირჩევა ტანინებითა და დაბალანსებული მჟავიანობით. 

ცოლოკოური, “თელიანი ველი”, 2019 - “ღია ოქროსფერი შეფერილობის ამ ღვინოში კი გრეიპფრუტის წვენის, კარაქის არომატებისა და კრემის ტონებს იგრძნობთ. ახასიათებს მაღალი მჟავიანობა და არის ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

მწვანე, “თბილღვინო” 2021 - ძალიან ღია ოქროსფერია და მწვანე ვაშლის, კარამბოლის, ლიმნისა და კიტრის არომატები აქვს. არის ძალიან ხალისიანი და გრძელი, თანაბარი დაბოლოებით გამოირჩევა. 

3 ქვევრი”, ვაზისუბნის მამული, 2020 - ჭაჭაზე 9 თვის განმავლობაში იყო, შემდეგ კი დურდოს გარეშე 2-3 თვე ვარგდებოდა, ამის შემდეგ კიდევ 12-18 თვე იყო ფოლადის ავზში და საბოლოოდ მივიღეთ მუქი ქარვისფერი შეფერილობის ღვინო, ყვავილებისა და ფოთლები არომატით. 

ხაშმის საფერავი, “მტევინო, 2019 - მუქი ბროწეულისფერი ღვინოა და შავი ალუბლის, მიწისა და მოცხარის არომატები ახასიათებს, დასასრულს კი იგრძნობთ მიწისა და კვამლის სასიამოვნო ნოტებსაც. როგორც ვკითხულობთ, ეს არის ძალიან გემრიელი, სასიამოვნოდ დაბალანსებული ღვინო. სტატიასა და ქართული ღვინოების დახასიათებათა სრულ ჩამონათვალს Vinography-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული