Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პროექტი „ღვინის სოფელი“ სამეგრელოში და გურიაში გრძელდება

ქართული ღვინის მოყვარულებს და მეღვინეობით დაინტერესებულ ადამიანებს ალბათ გახსოვთ, რომ ღვინის კლუბმა“ „USAID–ისეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით 2020 წელს დაიწყო ახალისაგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინისტურიზმის განვითარებისთვისპროექტის პირველი ფაზა იმერეთისრაჭისადა ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავდა, ახლა კი „ღვინის სოფელი“ სამეგრელოსა და გურიაში გაგრძელდება.

„ღვინის სოფლის“ სახელით ცნობილი ინიციატივა გულისხმობს ღვინო დაგასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონესოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნებისმოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებასკონსულტაციები მცირე და საშუალო მარნებს დაეხმარება თავიანთიმეურნეობები აქციონ ტურისტებისთვის მიმზიდველ საწარმოებადშექმნანღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვისმიმზიდველი პროდუქტები/სერვისები და ჩაერთონ ამ რეგიონებში არსებულღვინის მარშრუტებში.

პროექტის პირველი ეტაპის მსგავსად, კვლავ შეიქმნა მობილური სამუშაო ჯგუფი(ექსპერტები მევენახეობისმეღვინეობისმარკეტინგისტურიზმის დარგში), რომელიც სამეგრელოსა და გურიაში თვეების მანძილზე ადგილობრივ მცირე მარნებთან და დამწყებ მევენახე-მეღვინეებთან იმუშავებენ.

სამუშაო ჯგუფი ტრადიციულად გამოავლენს იმ ბენეფიციარ მარნებს, რომლებიც სულ მალე „ღვინის სოფელში“ გაწევრიანდებიან.

ისევე, როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის შემთხვევაში, სამეგრელო-გურიაშიც ადგილზე ჩატარდება სასწავლო და კვლევითისაველე სამუშაოებიტრენინგები და სხვპროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში ენო დაგასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - ნატურალურიპროდუქტის შექმნა მცირე და საშუალო მარნების გამოვლენისა და მათიტურისტულად მიმზიდველ მეურნეობებად გარდაქმნისმარნების სხვადასხვატურ-ოპერატორებთან დაკავშირებისა და ღვინის მარშრუტებში ჩართვის გზითუშუალოდ ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება ვენახში ჩასატარებელიყველა ოპერაციის მართვა – სხვლაწამლობამწვანე ოპერაციებიღვინისდადუღება და დავარგება.

„ღვინის სოფელი“ ასევე მოიცავს მარკეტინგულ და გაყიდვებთანდაკავშირებულ კონსულტაციებსბაზრების მოძიებასპიარკამპანიებსმცირებაზრობებს, „ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობასღვინის მარშრუტებშიჩართვას და ა.შ.

როგორც პროეტის ხელმძღვანელი და ღვინის კუბის დამფუძნებელი მალხაზ ხარბედია ამბობს, პროექტი „ღვინის სოფელი“ „ღვინის კლუბის“ მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია და მასში პირველ ყოვლისა ის მარნები მიიღებენმონაწილეობასრომლებიც თავიანთი საქმიანობის დახვეწასა და გაფართოებას აპირებენ და ცდილობენ მარნები ტურისტულ მარშრუტებში ჩართონ.

პროექტს გაუძღვებიანმალხაზ ხარბედია (ღვინის კლუბის დამფუძნებელი), გიორგი ბარისაშვილი (მევენახეობისა და მეღვინეობის მკვლევარი), ნათიაგაჩეჩილაძე (პროექტის მენეჯერი), მამუკა მაისურაძე (ჯი ვინოს დამფუძნებელი), იაგო ბიტარიშვილი (მევენახე-მეღვინე), თამუნა კურტანიძე (ტურიზმისსპეციალისტი), ლევან სეფისკვერაძე (ღვინის ჟურნალისტი), მამუკატყეშელაშვილი (მხატვარიდიზაინერიდა სხვ.

ღვინის სოფელის“ ეს ეტაპი 2023 წლის მაისამდე გაგრძელდება და იგი მიზნადისახავს მომავალში საქართველოს ყველა ღვინის რეგიონი მოიცვას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული