Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პეკინი, ხორგოსი, ინინი, ძიანსი - თებერვალში ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მეხუთე ცენტრი გაიხსნება

2016 წლის თებერვალში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციაში, სადაც 30 მლნ-მდე მოსახლე ცხოვრობს,  ქართული ღვინის მასშტაბური ცენტრი გაიხსნება. ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვ. მ. ფართობზე განთავსდება და გააერთიანებს როგორც სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს (მუზეუმს, ენოთეკას), ასევე, ქართულ რესტორანს და სხვ. 

ეს ქართული ღვინის მეხუთე ცენტრია, რომელიც ჩინეთში უნდა გაიხსნას. გასულ წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გაიხსნა, ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის - Xinjiang Beifangjianda Trade Co. LTD-ს მიერ კი - სინძიანის ქალაქ ხორგოსში, ყაზახეთი-ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში - ქართული ღვინის კულტურის საგამოფენო დარბაზი და ქართული ღვინის სალონი, აგრეთვე, ქალაქ ინინში - ქართული ღვინის კლუბი. 

ინტენსიური მარკეტინგული კამპანიის შედეგად, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო და მისი კონტრაქტორი კომპანიები უძღვებოდნენ, 2015 წლის მანძილზე ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 122 %-ით გაიზარდა და 2 672 154 ბოთლი (0.75) შეადგინა. ქართული ღვინის საექსპორტო სახელმწიფოების ხუთეულში ჩინეთმა მეოთხე ადგილზე აინაცვლა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დღეს ძაიანსის პროვინციის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მოგესალმებით ბატონო ოთარ, დიდი სურვილი მაქვს ჩინეთში, ქართული ღვინის სახლში, ჭაჭის დაა ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ჩინელებს ჭაჭისა და ღვინისგან დამზადებული ჩემი ექსკლუზიური,უგემრიელესი კოქტეილებით შევაჩვიოთ ქართული ალკოჰოლური პროდუქციის უფრო მეტ მოხმარებას.ამისთვის მე დაუზარებლად ვიმუშავებ და ხანგრძლივი დროითაც შემიძლია ჩინეთში ვიყო და პოპულარიზაცია გავუწიო ქართულ პროდუქციას, რათქმაუნდა თუ თქვენი ნება იქნება. https://www.facebook.com/giga.kasradze/videos/983248415034975/

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.