Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მერანოს ღვინის ფესტივალი 2 ივნისს

მერანოს ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანი და საკმაოდ მასშტაბური ფესტივალია მსოფლიოში არა მხოლოდ ღვინის, არამედ კვების პროდუქტების წარმოებაშიც. ფესტივალი ღვინისა და საკვების მწარმოებლებს, ექსპერტ აუდიტორიას, იმპორტიორებს, პრესის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და უბრალოდ ღვინისა და საკვების მოყვარულებს აერთიანებს. ეს ღონისძიება პირველად 1992 წელს გაიმართა, TheWineHunter-ის ბრენდის დამფუძნებლის, ჰელმუტ კოჰერის მიერ, რომელმაც  სენსორული „მოგზაურობა“  შექმნა ღვინის ბოკალთან ერთად. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ღვინის ფესტივალი უწოდეს.

2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გაცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ამ 2 წლის განმავლობაში ფესტივალი გაიზარდა როგორც მონაწილეთა, ასევე სტუმართა რაოდენობით და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა.

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ქართული ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ასოციაცია ქართული ღვინო”-ს და შატო მუხრანის ორგანიზებით, ფესტივალი კვირას, 2 ივნისს, შატო მუხრანში გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა:

ღვინის გამოფენა ორანჟერეაში:

• 350-ზე მეტი დასახელების ღვინის გამოფენა-გაყიდვა საქართველოს, იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, თურქეთის და სომხეთისა რეგიონიდან;

• ქართული გასტრონომიული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;

სემინარები შატო მუხრანის ტყე-პარკში:

• პანელური დისკუსიები დავით გორგილაძესთან ერთად:

o ღვინო და სუფთა ფურცელი

o ღვინის ლაქა სავიზიტო ბარათზე

o ხვალინდელი გემოები

ღვინის დეგუსტაცია სასახლის ზამთრის ბაღში:

• 12:00 - 12:45 იშვიათი ქართული ჯიშების მიკროვინიფიკაციები - დავით ჩიჩუა

• 13:00 - 13:45 რჩეული იმერული ჯიშები - ქეთი ჯურხაძე, ლადო კუბლაშვილი

• 14:00 - 14:45 ამფორაში დაყენებული ღვინოები იტალიიდან - ჰელმუტ კოხერი

• 15:00 - 15:45 ცქრიალა თავგადასავალი, შამპანური და ტერუარი - დარია ხოლოდილინა

• 16:00 - 16:45 დონაფუგატა, სიცილიური ღვინოები - ფაბიო ჯენოვეზე

• 17:00 - 17:45 პორტუგალიური შემაგრებული ღვინოები - World of Wine -ის ბრენდის მენეჯერი და ბრენდის ელჩი

კულინარიული მასტერკლასები:

• მიშლენის გაიდის სიაში შესული რესტორნის ჰოლანდიელი შეფ მზარეული რუდოლფ ვან ნუნენი

• ქართველი შეფ მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი

შატო მუხრანის XIX საუკუნის ტყეპარკი

• ღვინით ხატვის მასტერკლასები

• ვინოპოლია

• საკვები და გასართობი ზონა

ბილეთების ყიდვას tkt.ge-ზე შეძლებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული