საჭირო მასალა: 2-3 ცალი კვერცხი, 100 გ. ხაჭო, 2-3 ს.კ. ფქვილი, 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, მარილი.
სოუსისთვის – 1 ქილა ზეთში ჩადებული სარდინის კონსერვი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 100 მლ. ნაღები, 1 ს.კ. დაკეპილი ახალი ქონდარი, 1 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი, მარილი, დაღერღილი წითელი წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: პატარა ფორმებში ჩავფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. ღუმელი გავახუროთ 160 გრადუსზე. ცომისთვის განკუთვნილი მშრალი ინგრედიენტები ერთად ავურიოთ, ცალკე ავთქვიფოთ ხაჭო და კვერცხი, შემდეგ კი დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები. ცომი მოვათავსოთ მომზადებულ ფორმებში და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ამასობაში თევზი გავაცალკევოთ ფხებისგან, დავასხათ ზეთი, ნაღები და ბლენდერით ავთქვიფოთ. სოუსი შევანელოთ მარილით, წიწაკით, მწვანილებით და მოვასხათ ახლადგამომცხვარ კექსს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი