Home
ქართული | English
ნოემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

ქართლის მეღვინეობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას


20 იანვარს, “კავკასიურ სახლში” გაიმართა “ღვინის კლუბის” მორიგი ლექცია-სემინარი, რომელიც კლუბის წევრმა, მეღვინე იაგო ბოტარიშვილმა წაიკითხა. ლექცია მთლიანად ეხებოდა ქართლს და ქართლის მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ პრობლემებს.

ლექციაზე გამოიკვეთა რამდენიმე ყველაზე აქტუალური პრობლემატური საკითხი, რომლის მოგვარებაც ახლავე თუ არ მოხდა, მომავალში შეიძლება უკვე ძალიან გვიან იყოს. კერძოდ, ქართლში რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად აღარ არსებობს დიდი ვენახები, ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა ღვინის ქვევრში დაყენების წესი, მოუვლელ ვენახებს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით და სხვა... იაგო ბიტარიშვილი ამჟამად არის კომპანია “ჩარდახის” მეპატრონე, რომელიც სწორედ ქართლურ ღვინოებს აწარმოებს და მისი პროდუქცია უკვე გადის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. იაგო ბიტარიშვილთან ერთად, საინტერესო თემებს შეეხო შავნაბადის მონასტრის მთავარმა მეღვინე – გოგა აბრამიშვილი, რომელმაც ხსენებულ მონასტერში მის მიერ ქვევრებში დაყენებული ღვინის შესახებ და ისაუბრა და განმარტა არაერთი ტექნოლოგიური ნიუანსი, რომელსაც იგი ღვინის დაყენების დროს იყენებს.

სემინარის ბოლოს გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, სადაც კლუბის წევრებმა გასინჯეს შემდეგი ღვინოები:

1. შავნაბადის მონასტრის 2007 წლის კახური რქაწითელი, ქვევრში დაყენებული
2. “შატო მუხრანის” ქართლის რქაწითელი, 2007 წლის
3. “ოკამის მარნის” გორული მწვანე, 2004 წლის მოსავლის
4. “ოკამის მარნის” ჩინური, 2004 წლის
5. “ჩარდახის: ჩინური 2007 წლის
6. “ჩარდახის” ჩინური, 2008 წლის, ქვევრში, დურდოზე დადუღებული
7. “ასურეთის ღვინის მარნის” “შალა”. 2007 წლის

დასასრულ კი „ჩაროზად“: კომპანია, “ლეგენდის” ოცხანური საფერე, 2007 წლის, და 2008 წლის ორნაირი “რისლინგი”.

განსაკუთრებული მოწონება ხვდა “ჩარდახის” 2008 წლის მოსავლის “ჩინურსა” და შავნაბადის მონასტრის ღვინოს.
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.