Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მეღვინეობა დანო” - მცირე მარნების ანთოლოგია (95)

-  მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- 2017 წელს ჩვენი ღვინო (რომლის დაწურვის დროს საერთოდ არ გვიფიქრია, რომ მას კონკურსზე წარვადგენდით) მოხვდა ახალი ღვინის ფესტივალზე და აი მას მერე დაიწყო ბევრი შრომა, შრომა და შრომა! იქამდე კი ყოველთვის გვქონდა ვენახი  და შესაბამისად ღვინოც, თუმცა 2017 წლის "ახალი ღვინის ფესტივალი" იყო ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ჩვენი მეღვინეობა დანო (სახელი მოდის ჩვენი სახელებიდან დავითი და ნონა - დანო) მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორნაბუჯში.  გვაქვს რქაწითელის ვენახი, რომელიც გაშენებულია 1980-იან წლებში. 2018-19 წლებიდან დავიწყეთ ჩვენთვის ახალი ჯიშების გაშენება როგორებიცაა: გრძელმტევანა, ვარდისფერი რქაწითელი, კახური მცვივანი, ხიხვი, კახური მწვანე, შავი რქაწითელი, საფერავი, სიმონასეული. ჩამონათვალი კი არის გრძელი თუმცა ეს ყველა ჯიში გაშენებულია მცირე ფართობზე. 2022 წელს უკვე გვქონდა გრძელმტევანას და ვარდისფერი რქაწითელის პირველი მოსავალი. ძველ რქაწითლის ვენახში ასევე შერეულია კაბერნე სოვიონიონის, პინო ნუარის და საფერავის ვაზები, რომლებიდანაც საკმაოდ კარგი სეპაჟი გამოდის. ჩვენი მარანი ამავდროულად არის ასოციაცია ბუნებრივი ღვინოს წევრი, შესაბამისად ჩვენი ვენახი და ღვინო მთლიანად არის მინდობილი ბუნებაზე.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ამჟამად გვაქვს 1. რქაწითელი 14 დღე ჭაჭაზე; 2.რქაწითელი 180 დღე ჭაჭაზე. 3.რქაწითელი, გრძელმტევანა, კახური მწვანე და ბუერა. 4. კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი და საფერავი. ჩვენი ყველა ღვინო დუღდება ველური საფუარით, არ ვფილტრავთ, სულფიტაცია ხდება მინიმალური დოზირებით. გამორჩეული ღვინო გვინდა დავაყენოთ რქაწითელი, კახური მწვანის და ხიხვის კომბინაციით რითაც ღვინის მოყვარულებს შევთავაზებთ ნამდვილ ხორნაბუჯულ ღვინოს.

-  რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- მე პირადად ვენახის პროცედურებში არ ვიღლები ვაზის სხვლის და ასევე ღვინის ჩამოსხმის დროს. თუმცა ვენახის და ღვინის მოვლის საქმეში ჩართულია მთელი ოჯახი და რაც კეთდება ყველაფერი გულით გაკეთებულია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს არ ჩავდივართ სარდაფში..

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ბევრი ობიექტი სამწუხაროდ უკვე დაიკეტა, განსაკუთრებით ცუდი ზეგავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამ. ამჟამად ჩვენი ღვინო იყიდება ჯი ვინოში, ღვინის ბუტიკში, ღვინის ვაჭრებში, რე-ვაინში, ღვინის ოთახში(სიღნაღი), 8000 მოსავალში, ღვინის გალერეაში, ღვინის ბირჟაზე..

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- კი, ჩვენი ღვინო იყიდება ნიდერლანდების ბაზარზე, კერძოდ ქალაქ პურმენლენდში GHVINO.SHOP-ზე. ჩვენ გყვავს ძალიან კარგი პარტნიორები პეტრე და მისი მეუღლე მანა, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ევროპის ბაზარზე.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- დიდი გამოწვევაა ცოდნა, შესაბამისად ხარისხი და რაც მთავარია მოტივაცია. ბოლო ჯამში ეს ყველაფერი ბიზნესია, თუმცა თუ მარტო ციფრებით მივუდგებით განსაკუთრებით მცირე მარნის შემთხვევაში ხშირია მოლოდინების გაცრუება.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მაქსიმალურად დავიხმაროთ ბუნება როგორც ვენახში ასევე სარდაფში.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- მგონი ნელ ნელა უკეთესობისაკენ მივდივართ და ჩვენმა ღვინის მოყვარულებმა დაიწყეს კარგი ღვინის დაფასება. რისი უტყუარი დასტურიც წარმატებული ღვინის ფესტივალები და ბარებია, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ღვინის მოყვარულია.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- შრომა, სწავლა და შეცდომების გათვალისწინება.

მარნის მისამართი:სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხორნაბუჯი
ტელეფონი: 577410806; 591996516;​​
ელფოსტა:  danowinery@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/danowinery

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული