Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ფორბსი” საფერავის პირველი მსოფლიო სიმპოზიუმის შესახებ

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ “ფორბსის” საიტზე კეთი უიგის (Cathy Huyghe) სტატია გამოქვეყნდა, რომელიც მთლიანად შანხაიშში გამართულ საფერავის პირველ მსოფლიო სიმპოზიუმს მიეძღვნა. ორგანიზატორებმა ეს სიმპოზიუმი ProWine China–ს დაამთხვიეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საფერავის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გასაზრდელად. სიმპოზიუმის ორგანიზატორი კი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი და Meiburg Media ოყო. შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა დეგუსტაციაზე 17 დასახელების საფერავი გაისინჯა.

“რატომ გაიმართა სიმპოზიუმი შანხაიში? ზუსტად ProWine China–ს დაწყებამდე?”, კითხულობს ავტორი და იქვე თავად პასუხობს: “ყველაფერი რაოდენობასთანაა დაკავშირებული”, რადგან მოგეხსენებათ, ჩინეთი და დიდი რაოდენობა განუყოფელი ცნებებია, ღვინის მსხვილი კომპანიებისთვის კი დიდი რაოდენობით გაყიდვები უმთავრესი მიზანი გახლავთ. თანაც გაითვალისწინეთ, საფერავი უკვე ჩინეთშიც მოჰყავთ და ძალიან მალე ალბათ საქართველოს კონკურენტიც გამოუჩნდება. მანამდე კი საფერავი ნაბიჯ–ნაბიჯ იპყრობს ჩინეთის ბაზარს და ჩინელი მომხმარებელიც სულ უფრო ეჩვევა ამ ჯიშს. დებრა მეიბურგმა სიმპოზიუმზე ციფრებიც მოიყვანა, რომელიც საფერავის გაყიდვების განუხრელ ზრდას აჩვენებს (7–წლიან პერიოდში ეს ციფრი თითქმის გაათმაგდა).

წერილში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშენებულ საფერავებს. საფერავის დიასპორა, ასე ქვია იმ ნაწილს, სადაც სხვა ქვეყნების საფერავებია ჩამოთვლილი. მოლდოვას და ყაზახეთს რომ თავი დავანებოთ, ესენია ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ (ნიუ იორკის შტატი) და სხვ. სტატიაში ასევე ნახსენებია დეგუსტაციაზე წარმოდგენილი “უცხოური” საფერავები: ავსტრალიიის რეგიონებიდან – Barossa Valley (მწარმოებელი – Patritti), McLaren Vale (Hugh Hamilton Wines), Alpine Valleys, Victoria (Billy Button Wines) და ჩინური Puchang, შინჯიანის რეგიონიდან.

საფერავისადმი ეს ინტერესი (ბუმი) თანამედროვე ტენდენციებიდან იშვა. მომხმარებელს მობეზრდა მასობრივი წარმოების საერთაშორისო ჯიშები და დაიწყო ახალი ჯიშებისა და მცირე მარნების ძიება, თუმცა ჩინეთში მცირე მარნების თემა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში ან აშშ–ში, მაგრამ ეს ცოტა ვინმეს თუ აინტერესებს, რადგან ჩინეთში ყველანი დიდი რაოდენობით ღვინის გასაყიდად მიდის.

შეგახსენებთ, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი მესამე ადგილს იკავებს. 2019 წლის იანვარ–ოქტომბერში ამ ქვეყანაში 6 060 265 ბოთლი ქართული ღვინო შევიდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული