Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Moët & Chandon ახალ ვინტაჟურ შამპანურს ამზადებს

შამპანური ღვინოების მწარმოებელმა ერთ-ერთმა მსხვილმა და პოპულარულმა სახლმა Moët & Chandon–მა განაცხადა, რომ 2004 წლის მოსავალი ვინტაჟური შამპანურის დამზადებას მოხმარდება და სასმელი წლის ბოლოსთვის გამოჩნდება ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ამ სასმლის შემადგენლობა დღემდე არაა გამჟღავნებული, კომპანია კი მას, ტრადიციულად, ყოველ წელს ცვლის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ღვინო 2005 წლიდან მოყოლებული თავის ლექზე დგას და მისგან, სავარაუდოდ, კლასიკურ შამპანურს ჩამოასხამენ.

კომპანიის ბოლო, 2002 წლის ვინტაჟის შემადგენლობაში შედიოდა: 51% შარდონე, 26% პინო ნუარი და 23% პინო მენიე. ეს ჯიში, როგორც წესი, ვინტაჟური შამპანურისთვის იშვიათად გამოიყენება, თანაც ასეთი პროპორციით, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს შამპანურის სახლის მესვეურთა პროფესიონალიზმი.

როგორც კომპანიის მეღვინემ აქსელ არომ  განაცხადა, მათი ვენახების 2005 წლის მოსავალი ვინტაჟისთვის არ გამოდგება. ,,2005 წელი შესანიშნავი იყო ბორდოსა და ბურგუნდიისთვის, მაგრამ არა შამპანისთვის. წვიმიანი ამინდების გამო მოსავალი ისეთი ხარისხის არაა, რომ სტანდარტული ვინტაჟისთვის ვარგოდეს” – თქვა მან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული