Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ცქრიალა ღვინის ფესტივალი” მთაწმინდაზე - მონაწილეები

23 დეკემბერს, 11:00-დან “ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის მეორე ფესტივალზე გიწვევთ. ფესტივალი „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით გაიმართება მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“.

შაბათს მთაწმინდაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მეღვინე-მევენახეები იქ მყოფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. გასინჯავთ ცქრიალა ღვინის სხვადასხვა კატეგორიებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო. მთლიანობაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და ახლა ფესტივალში 45 მარანი მონაწილეობს.

ფესტივალის მოლოდინებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ აკაკი სირაძე გვესაუბრება მარანი “რეროდან”: “ცქრიალა ღვინის ფესტივალი ჩვენი მეღვინეობისთვის პირველი ნაბიჯებია დიდ ასპარეზზე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს პირველკლასელი იყო და პირველად შედიოდე სკოლაში.ეს ნერვიულობანარევი სიხარული ყოველთვის მემახსოვრება. ფესტივალი წლის ბოლოს იძლევა შესაძლებლობას მთელი წლის და განსაკუთრებით შემოდგომის ნაჯაფარის შედეგი საზოგადოებას წარედგინოს და შეფასდეს სტუმრების, სომელიეებისა, თუ ღვინის ექსპერტების მიერ. ყოველივე ამისთვის კი უღრმესი მადლობა ფესტავალის ორგანიზატორებს”

ლომთაძეების ღვინის მარნიდან” კი აღნიშნავენ, რომ ცქრიალა ღვინოზე, განსაკუთრებით კი პეტ-ნატებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო პერიოდში: “ისეთი დიდი დაინტერესება იყო, რომ ჩვენც გადავწყვიტეთ წელს პეტ-ნატის დამზადება. გვაქვს საფერავის და რქაწითელის პეტ-ნატი. პირველად “ამერ-იმერის ფესტვალზე” გავიტანეთ ჩვენი ღვინო ქუთაისში, სადაც მოლოდინები გაგვიმართლდა, ახლა კი ძალიან ველოდებით “ცქრიალა ღვინის ფესტივალს”, ვიმედოვნებთ, საკმაოდ დიდი დაინტერესება იქნება აქაც.

ფესტივალზე “აგიდელას” პირველ პეტ-ნატსაც შეხვდებით, რაც მათთვისაც სიახლე იყო: “შაბათს ჩვენს პოტენციურ მომხმარებელს შევხვდებით და ჩვენს პროდუქტს გავაცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ღვინით დაინტერესებულ ადამიანებთან კომუნიკაცია, რის საშუალებსაც “ცქრიალა ღვინის ფესტივალი” გვაძლევს"

ღვინის გარდა გელით გემრიელი მისაყოლებელი, გართობა და მთაწმინდური ზამთარი. ესეც ფესტივალის  მონაწილეთა სია:

  1. აგიდელა

  2. ამბრა

  3. Archil Guniava Wine Cellar

  4. ბაიას რვინო

  5. ბაწაშვილის მარანი

  6. ბიბინეიშვილი ვაინს

  7. ბკ-იმექსი / მაღაზია „სასმელი“

  8. გაბრიელის ღვინო

  9. Gabunia Family Sparkling

  10. დამილიე

  11. ვასსერშტრასსე

  12. ვაზი+ მეღვინეობა ბინეხი

  13. ზურაბ ღვალაძის მარანი

  14. თედოს მარანი

  15. Temivino

  16. Tiko Estate

  17. იორა

  18. კოლაგისი

  19. კრიკინა/Krikina   

  20. KE family winery

  21. ლამისყანა ისთეით

  22. ლომთაძეების მარანი Lomtadze`s Marani

  23. მარანი ბედიანი

  24. მარანი ძველი მუხრანი

  25. მეღვინეობა რერო

  26. მშვენიერაძეების მარანი

  27. Mtsvane Estate

  28. მეღვინეობა ნაგუთნები

  29. მეღვინეობა ნეკრესი

  30. ნადელები

  31. ნიკიფორე

  32. Natalia Dakishvili Vine * Soul * Root

  33. Papas viiard

  34. რთველისი

  35. სატრფო

  36. სიმონეთის ღვინის მარანი

  37. ტაბლა ნოვა

  38. უფლისციხის მამული

  39. უჩას ღვინო

  40. ქართული ქვევრი

  41. ღვინის კომპანია “შუმი”

  42. შაპიდონ

  43. ძმების მარანი

  44. ჭური ჩინებული

  45. ჯემ / GEM

როგორც ყოველთვის სტუმრების დასწრება ფესტივალზე თავისუფალია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.