ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით შეიქმნა პროექტი "დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის შესახებ". ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი "გეო ფილმ პროდაქშენთან", Travel Channel სატელევიზიო არხთან, ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და იზაბელ ლეჟერონთან თანამშრომლობით შეიქმნა.
პროექტის მიზანია, დოკუმენტური ფილმის შექმნა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა მსოფლიოსთვის საერთაშორისო ტელე-არხის – Travel Channel-ის მეშვეობით.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას, ასევე ახალი კუთხით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც "ვაზისა და ღვინის სამშობლოს".
ფილმის გადაღება 2010 წლის სექტემბერში დაიწყება და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში, იზაბელ ლეჟერონი შეისწავლის საქართველოს ყველა იმ კუთხეს, სადაც ვაზის განსხვავებული ჯიშებია გავრცელებული და ასევე დაათვალიერებს სხვადასხვა ტიპის მარნებს, ქარხნებს და იმ სამონასტრო კომპლექსებს, სადაც ღვინის წარმოება ხდება.
© ინტერპრესნიუსი
თქვენი კომენტარი