Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ბარკალი სააღდგომოდ

საჭირო მასალა: 1 ცალი ცხვრის ბარკალი (დაახლოებით 2 კგ), 1 კონა კამა, 1 კონა ქინძი, 1 კონა ტარხუნა, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 5 ს.კ. ზეთი, 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო, ჯავზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: 3 ღერი კამა და ტარხუნა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ 1 ს.კ. ზეთი და ლიმონის წვენი. ცხვრის ბარკალი გავამშრალოთ, აქა-იქა დავსეროთ, შევაზილოთ მარილი, შავი პილპილი, ჯავზი და მომზადებული მარინადის 2/3 ნაწილი. ბარკალი დავდოთ ზეთდასხმულ, კარგად გახურებულ თაფაზე და შევაწითლოთ, შემდეგ გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, დავასხათ დარჩენილი მარინადი და 50 მლ ღვინო, შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შესაწვავად. ცხვრის ბარკალს შეწვისას შიგადაშიგ ვასხათ ღვინო და თავისი წვენი. როცა ხორცი დარბილდება, გამოვიღოთ და მოვრთოთ დარჩენილი კამითა და ქინძით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული