Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აქვს თუ არა ამინდს ღვინის გემოზე გავლენა?

ზოგიერთ მეღვინეს შეუმჩნევია, რომ  მათი კასრისა თუ ბოთლის ღვინოს, სხვადასხვა ამინდში გასინჯვისას, განსხვავებული გემო აქვს. რატომ შეიძლება ხდებოდეს ასე?

ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგიერთი მეღვინის პოზიცია ასეთია - „ცუდ ამინდში, როდესაც ქარიშხალია, ღვინო მანამდე გაგვიწევს წინააღმდეგობას, სანამ არ გამოიდარებს“. ამ სიტყვების ავტორი დარწმუნებულია, რომ როგორც ბარომეტრული წნევის დაცემას, ისე  მაღალ ტენიანობას, ღვინის გემოზე უარყოფითი გავლენა აქვს. ამ პოზიციას ყველა მეღვინე არ იზიარებს.

ღვინის ცნობილი კრიტიკოსი, ალენ მედოუსი, ამბობს, რომ ბურგუნდიაში მოგზაურობისას, ხშირად მოუსმენია: „ეს არაერთხელ მომხდარა, ღვინის მწარმოებლებს უთქვამთ, რომ უკეთეს დღეებში სურდათ შეხვედრა, როდესაც ღვინო კარგი იქნებოდა.“ თავად ღვინის კრიტიკოსი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

ამ მეღვინეებისთვის უკეთესი დღე  ასტროლოგიურ კალენდარზე ან სხვა ფაქტორზე, გარდა ამინდისა, არ არის დამოკიდებული. მათ მიაჩნიათ, რომ ბარომეტრული წნევის დაცემა და მაღალი ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს მათი ღვინის გემოზე, სანამ ამინდი არ შეიცვლება.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბევრი კვლევა ჩატარებულა, თუმცა ასე არ არის. სტატიაში შემოთავაზებულია რამდენიმე მეცნიერის მოსაზრება, რომელიც საკითხს უფრო გასაგებს გახდის.

რას ამბობენ მეცნიერები?

მეტეოროლოგისტი ბოჰრენის აზრით, მეცნიერული საფუძველი იმის სათქმელად, რომ ჰაერის წნევასა და ღვინის ხარისხს შორის კავშირია, არ არსებობს. „ვფიქრობ, ეს სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული. როდესაც ამინდი კარგია, ეს განწყობაზეც გავლენას ახდენს.“

ენდრიუ ვოტერჰაუსი, ღვინის ქიმიკოსი, უარყოფს, რომ ბარომეტრულ წნევას ღვინის არომატსა და გემოზე გავლენა აქვს, - „მსგავსი ცვლილების დონე 1%-ზე ნაკლებია, რაც დაგემოვნების დროს აღქმადი ვერ იქნება.“ შედარებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ტენიანობის გავლენის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ტენიანობის დონე მართლაც შესამჩნევად შეიძლება გაიზარდოს, მის გავლენაზე საუბარი უფრო რაციონალურად მიაჩნია, - „თუ ჰაერში წყლის დონე სამჯერ გაიზრდება, ამან შეიძლება იმოქმედოს ღვინის გემოზე.“

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ტენიანობას შეუძლია იქონიოს გავლენა ღვინის გემოსა და სურნელზე, ეს თავად სასმელში მომხდარი ცვლილებების ბრალია, თუ ადამიანის შეგრძნებების მიკერძოებულობის? დოქტორი ჩანდრა, რომელიც მსგავს საკითხებს იკვლევს, მიიჩნევს რომ ტენიანობა გავლენას ახდენს ადამიანის შეგრძნებებზე, როგორც გაციების შემთხვევაშია - „ამ ყველაფერს ადამიანების აღქმის უნარზე დიდი გავლენა აქვს“.

რამ შეიძლება გამოიწვიოს აღქმის ამგვარი ცვალებადობა? მსგავსი პროცესები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ადამიანების ტვინთან. ღვინოზე ამინდის გავლენის შესახებ კვლევების სიმცირისგან განსხვავებით, არსებობის მრავალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რას სინჯავენ ადამიანები, არამედ იმას, თუ რას ფიქრობენ გასინჯვისას.

2008 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აკვირდებოდნენ რა რეაქციები ვითარდებოდა ტვინში, როდესაც კვლევის მოხალისეებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ იმაზე, რასაც აგემოვნებდნენ. აქედან გამომდინარე, სამართლიანია დავსვათ კითხვა - რა ახდენს გავლენას მეღვინის აღქმაზე, როდესაც სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში საკუთარ დაყენებულ ღვინოს სინჯავს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკმარისი სამეცნიერო კვლევები არ არსებობს.

  © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული