Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაშინგტონის ღვინოები - ინტერვიუ ალენ შოუპთან

ალენ შოუპი ვაშინგტონის ღვინის ინდუსტრიის პიონერია, რომელმაც ხელი შეუწყო ვაშინგტონის ღვინის ბაზრის წარმატებასა და Chateau ste. Michelle wines-ის განვითარებას, რომელიც იქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა. 1990-იან წლებში ვაშინგტონის ღვინის ბაზარზე ხარისხიანი წითელი ღვინოები გამოჩნდა, მიშელის შატო კი მთელ აშშ-ში მთავარი ღვინის მწარმოებელი გახდა.  შოუპმა Chateau Ste. Michelle 2000 წელს დატოვა და საკუთარი საწარმო გახსნა Walla Walla-ში. იქამდე ის  Gallo Winery-ში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ღვინის საწარმოში მთავარი ხელმძღვანელი იყო. History link ალენ შუპთან ინტერვიუს აქვეყნებს.

ალენ შოუპი:   Gallo-ში ძალიან კარგად ესმოდათ რას ნიშნავს მაღალდისციპლინირებული გაყიდვების ორგანიზაციის მნიშვნელობა. სულ თავიდან,  საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ იქამდე, რომ ჩვენი ღვინოების შესახებ ბევრს გაეგო. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ზოგი მარნისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ წარმატებისთვის ღვინის მწერლებსაც კი ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ, მათ სჭირდებათ ისეთი ისტორიები, რომლებსაც ხალხს გააცნობენ. ჩვენ ვაკეთებდით ლანჩებს სან ფრანცისკოში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში. სწორედ აქ ცხოვრობდა ღვინის მწერლების უმეტესობა. ვიპოვიდით ხოლმე საუკეთესო რესტორანს და იქ ჩვენი ღვინოებით ვუმასპინძლდებოდით პატარა ლანჩზე ღვინის მწერლებს, პუბლიცისტებს, დეგუსტატორებს. ეს არაჩვეულებრივი გზა იყო ჩვენი ღვინის წარმოსაჩენად, რადგან კერძებზე მეტად მათ არც არაფერი ალამაზებს. 

1983 წლის 27 ივნისის Times-ში გამოქვეყნდა სტატია: “ვაშინგტონის ნათელი, ახალი ღვინო” და ეს გარდამტეხი მომენტი იყო ვაშინგტონის ღვინოების ეროვნული აღიარებისთვის. ამ პერიოდში ვაშინგტონი და Chateau Ste. Michelle ცნობილი იყო თეთრი ღვინოებით, განსაკუთრებით კი რისლინგით. შატო ახლაც ერთ-ერთი წამყვანი რისლინგის საწარმოა, თუმცა შოუპი ნანობს, რომ იქ ყველა შესაძლებლობა არ გამოუყენებია.

AS: ჩვენ არ განვიხილავდით რისლინგს, როგორც “შატო მიშელის” მომავალს. ის ვაშინგტონის უნიკალური ფენომენი იყო, რისლინგი სხვაგან არ იყიდებოდა. ამასობაში პოპულარული გახდა შარდონეც და ხალხმა ისე დაიწყო ფიქრი, თითქოს კარგი ღვინო მშრალი და კასრში დავარგებული უნდა ყოფილიყო. მძიმე, მუხის კასრში დაყენებული შარდონე საკმაოდ დიდი ხანი იყო პოპულარული, სანამ არ მიხვდნენ, რომ ასეთი შარდონეს დაწურვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ნაზის. ჩვენ გვინდოდა, რომ ხალხს ჩვენი წითელი ღვინოები ეყიდა, შარდონე გაესინჯათ იმ დროს, როცა ჩვენ რისლინგის ყველაზე დიდი მწარმოებელი ვიყავით. 

როგორც ვკითხულობთ, შოუპს ყოველთვის სჯეროდა, რომ თუ ამერიკელი ღვინის მოყვარულები შარდონემდე რისლინგს აღმოაჩევდნენ, ეს უკანასკნელი მათთვის ბუნებრივი არჩევანი გახდებოდა. საბოლოოდ, შოუპმა და Ste. Michelle-მა რისლინგის გაყიდვის საკმაოდ პერსპექტიული გზა აღმოაჩინეს ერნსტ ლოსენთან, ცნობილ გერმანელ რისლინგის მწარმოებელთან თანამშრომლობით.

AS: ერნსტ ლოსენმა ერთხელ  მითრა: “მე მჯერა, რომ რისლინგის რენესანსი ახალ სამყაროში მოხდება, ეს ან შტატებში იქნება, ან ავსტრალიაში”. გადავწყვიტეთ ჩვენს ჩანაფიქრს მივყოლოდით. 20 000 ცალი  Eroica ვაწარმოეთ და თითო 24$-ად გავყიდეთ იქ მაშინ, როცა ჩვენი რისლინგი 10$-ზე მეტად არ გაგვიყიდია. ერთ ღამეში ყველა ბოთლი სრულად ამოიყიდა და ეს, ალბათ, ფინანსური თვალსარისით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ამაღელვებელი წარმატება იყო. 

წითელი ღვინოები - კაბერნე სოვინიონი, მერლო და სირა საბოლოოდ ვაშინგტონის ღვინის ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალა გახდა. თანდათან კი Chateau ste. Michelle უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისისთვის კი ის ინდუსტრიის მთავარი “მოთამაშე” გახდა. როდესაც შოუპმა 2000 წელს შატო დატოვა, საკმაოდ მაღალი ხარისხის Long Shadow Vinters შექმნა. მისი კონცეფცია იყო ის, რომ მთელი მსოფლიოდან მეღვინეებს ვაშინგტონის ვაზის ჯიშებით სხვადასხვა ღვინოები შეექმნათ. აქ შოუპი აღწერს იმას, თუ როგორ აწარმოებს ვაშინგტონის საუკეთესო ყურძენს:

AS: მევენახეებს მწარმოებლები უნდა ჰყავდეთ, მწარმოებლებს კი ისეთი მევენახეები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავიანთი საქმე იმიტომ, რომ შესაბამისი ხარისხის ღვინო მივიღოთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ მაინცაა დამოკიდებული ფასზე, ჩვენთან ერთი ღვინის ფასი 60$-ია. 

როდესაც შოუპი თავის ხანგრძლივ კარიერას იხსენებს, მიიჩნევს, რომ ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ვაშინგტონის ვენახები “ღვიძებდნენ” და საკმაოდ წარმატებული ღვინის ბიზნესისკენ პატარ-პატარა ნაბიჯებით ემზადებოდნენ. ინტერვიუს სრულად History Link-ზე გაეცნობით.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული