Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკაში დაწურული საფერავი Dr. Frank-ის მარნიდან

1996 წელს მარტი და ტომ მაკინსკიმ, Standing Stone Vineyards-ის მფლობელებმა ერთი ჰექტარი საფერავის ვაზი დარგეს. როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, იქამდე ორ სხვა მარანს ნიუ იორკის შტატში, McGregor VIneyard-სა და Dr. Frank Vinifera Wine Cellar-ს თავიანთ ვენახებში ქართული საფერავის ვაზი ჰქონიათ გაშენებული (ფრანკის ღვინის მარანზე სტატიას შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს გვერდზე). როგორც ჩანს, 2011 წლამდე TTB (Alcohol and Tobaco Taxs and Trade Bureau) აშშ-ში ბოთლზე "საფერავის" დაწერის უფლებას ამ მარნებს არ აძლევდა: "უფლებას არ აძლევდნენ, რადგან არ ცნობდნენ ღვინისთვის შესაფერის ვაზის ჯიშად. ეს ძალიან ირონიული და სასაცილო იყო, რადგან არქეოლოგიური მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ სწორედ საქართველოდან იწყება ღვინის კულტურა, იქ უკვე 8000 წელია ღვინოს აყენებენ".

2022 წლის 12 მაის Dr. Frank Vinifera Wine Cellars-მა პირველი საფერავის ფესტივალი გამართა ნიუ იორკის შტატში. როგორც დამფუძნებელი, ფრედ ფრანკი აღნიშნავს, ეს წარმოუდგენელი წარმატება იყო. 300-მდე ადამიანმა გასინჯა საფერავი, რქაწითელი და ასევე ძალიან პოპულარული წითელი და თეთრი ღვინოები საქართველოდან. კონსტანტინე ფრანკმა, რომელიც ოდესის, უკრაინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, Finger Lakes-ში საფერავთან ერთად კიდევ 59 სხვა ვაზის ჯიში ჩაიტანა: "ეს ისეთი ვაზის ჯიშია, რომლის კანიც და რბილობიც წითელია, შესაბამისად, არ გვჭირდება მისი დაყენებისას დურდოზე დიდი ხნის განმავლობაში გაჩერება. უმეტეს ვაზის ჯიშებში ყურძნის წვენი ნაცრისფერი ან გამჭვირვალეა, თუმცა საფერავი სწორედ ისეთი ყურძენია, რომლის წვენიც თავიდანვე მკვეთრი წითელი ფერისაა" - ვკითხულობთ სტატიაში. ფრანკის თქმით საფერავის ხანმოკლე მაცერაცია აღმოსავლეთში, სადაც ყურძენი შეიძლება მოსავლის მიღებამდე სრულად არ მომწიფდეს, დიდი უპირატესობაა.ზამთარში ის არ არის ისეთივე გამძლე, როგორიცაა კაბერნე ფრანკი ან ლემბერგერი, თუმცა, მაგალითად, პინო ნუარზე მეტად უძლებს ყინვას და ლპობისკენაც ნაკლებადაა მიდრეკილი. ფრანკი საფერავის არომატებს ახასიათებს, როგორც ძალიან მდიდარს, გემოს კი მდგრადს.

ფრანკ ვინიფერას ღვინის მარნები კეუკას ტბის მახლობლადაა ციცაბო და კლდოვან კლდეზე გაშენებული. 2007 წელს კი საფერავი Banana Belt-ის ახლომახლო დარგეს. სენეკას ტბა 600 ფუტის სიღრმეზეა, რაც ზამთრის ტემპერატურას არეგულირებს. იქ ვენახს ღრმა, თიხნარი ნიადაგი აქვს, უფრო ნაკლებად კლდოვანი და ციცაბოა. როგორც ვკითხულობთ, ფრენკის საფერავი ამ ორი რეგიონის ნაზავია. ღვინო ჯერ ცისტერნებშია, შემდეგ კი ფრანგულ მუხის კასრებში გადააქვთ. მეორე ფერმენტაციის შემდეგ კი კასრებში დაახლოებით ერთი წელი ინახება.

წელიწადში დაახლოებით აწარმოებენ 500-750 ლიტრ საფერავს და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ვაზს რგავენ ვენახებში. როგორც ფედ ფრანკი საუბრობს, ქართული ღვინის პოპულარობა 9 წლის წინ გაიზარდა: "ღვინის პოპულარიზაციისთვის მრავალი მწარმოებელია საჭირო. საფერავი კი ერთ-ერთი მოწინავეა. შემდეგი დიდი "ხმაური" ცქრიალა ღვინო იქნება". სტატიას სრულად შეგიძლიათ Ithaca.com-ზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.