Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლური სასმლის სექტორის ახალი საშუალებები უკრაინის მხარდაჭერისთვის

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციები ყველაზე მეტად რუს ოლიგარქებზე ვრცელდება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ძვირფას ვენახებსა და მამულებს ფლობენ. სწორედ ასეთია პუმპიანსკების ოჯახი, რომლებიც საფრანგეთში განევას (Ganevat) მამულს ფლობენ და მისი ჩამორთმევის პროცესი მედიის ყურადღების ქვეშაა. ამაზე უკვე იცის ჩვენი საიტის მკითხველმა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში რუს ოლიგარქებს ქონების გაყიდვა უწევთ. პუტინის მეგობარი ოლიგარქი პუმპიანსკი იძულებული გახდა ჟურას რეგიონში შეძენილი განევას (Ganevat) მამული გაეყიდა. ამასთან დაკავშირებით, თავად მამულის ტრადიციულმა მფლობელმა, განევას ოჯახის წარმომადგენელმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა მათი მეღვინეობის რეპუტაცია გადაარჩინონ. მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებაც გამოთქვა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მამული ტრადიციულ მფლობელს დაუბრუნდეს.

თავად რუსი ოლიგარქი კი ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებს. იგი თანამშრომლებსა და მომხმარებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ მათ მიმდინარე მოვლენები არ შეეხებათ.

ამ ორ ოჯახს შორის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ,  რასაც  wine-searcher-თვის გასული წლის ნოემბერში ერთობლივად მიცემული ინტერვიუც ადასტურებს. სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ამ მეღვინეობის პროდუქტს არაერთმა საცალო მოვაჭრემ თუ მაღაზიამ უარი განუცხადა, რუსეთთან კავშირის გამო, და მათი ნაწარმი თაროებზე აღარ გვხვდება.

ამის ფონზე, მეღვინეები უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებენ. აქამდე დაგეგმილ და განხორციელებულ არაერთ პროექტს კიდევ ახალი წამოწყებები დაემატა:

ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაფუძნებული Russian River Brewing Co. სპეციალურ ლუდს გამოუშვებს, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხაც უკრაინის დასახმარებელ ფონში გადაირიცხება. ლუდსახარში ორგანიზაციის ეს ქცევა უკრაინული კომპანიების წამოწყებაზე გამოხმაურებაა. ლუდი 25 მარტს გამოვა და Putin Huylo ერქმევა.

კიდევ ერთი საქველმოქმედო პროგრამა იგეგმება, რომელსაც 1-3 აპრილს Wine United for Ukraine გამართავს და მას ტენდერის სახე ექნება.

Wine for WCK ფონდების მოსაზიდი პროექტია, რომელიც სხვადასხვა ღვინის საზოგადოებასთან თანამშრომლობით შეგროვებულ თანხას მთლიანად უკრაინელთა დახმარების ფონდებში გადარიცხავს.

ღვინის აუქციონის პლატფორმა iDealwine აუქციონს, Bordeaux Château Dauzac-თან ერთად გეგმავს. აუქციონი 30 მარტს დაიწყება და ათ დღეს გასტანს. კატალოგის ნახვა, ინტერნეტის საშუალებით, ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი, შენაძენის ტრანსპორტირებას თავად პლატფორმა უზრუნველყოფს.

საფრანგეთში დაფუძნებული Association de la Sommellerie Internationale დასაქმების პლატფორმას ქმნის, რომელიც უშუალოდ უკრაინელ ლტოლვილებს ალკოჰოლური სასმელის სექტორში დასაქმების საშუალებას მისცემს.

კიდევ ერთ კამპანიაში სპეციალურად ბრენდირებული ღვინო #StandWithUkraine იქნება წარმოდგენილი. პროექტი მსახიობ ეშტონ კატჩერთან თანამშრომლობით იქმნება. პაკეტის დიზაინი უკრაინის დროშის ფერებში იქნება. ეს წამოწყება მსახიობის აქამდე არსებული ფონდის ნაწილი გახდება, რომლის საშუალებითაც უკვე $35 მილიონი შეგროვდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.