Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo Georgia 2017 - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საიუბილეო გამოფენა და მე-9 საერთაშორისო კონკურსი

9-11 ივნისს თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საიუბილეო გამოფენა და მე-9 საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. WinExpo 2017 ტრადიციულად Expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება. გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

WinExpo კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. 10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციის თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი.

WinExpo - ეს არის გამოფენა, კონკურსი და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისათვის, სადაც შექმნილი კომფორტული და საქმიანი გარემო ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. ბიზნეს ლაუნჯში წინასწარ იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარების და აპარტურის მწარმოებლებთან/იმპორტიორებთან.

©საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული