Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სიჭარბის ფონზე ავსტრალიური ვაზის დიდი ნაწილი ნადგურდება

ავსტრალიაში ჭარბი წარმოების შესაჩერებლად, რამაც ღვინის ფასები ძალიან დაბლა დასწია და მეღვინეებს დიდი საფრთხე შეუქმნა, ვაზი ნადგურდება. 

მსოფლიოში ღვინის მოხმარების შემცირებამ ავსტრალიას ძალიან დიდი ზარალი მიაყენა, რადგან მოთხოვნა განსაკუთრებით მცირდება ბიუჯეტურ, წითელ ღვინოზე, რაც ქვეყნის წარმოების უმნიშვნელოვანეს პროდუქტია.

მსოფლიოს მეხუთე უმსხვილეს ღვინის ექსპორტიორ ქვეყანას 2023 წლის ბოლოსკენ 2 მილიარდ ლიტრზე მეტი, ანუ დაახლოებით ორი წლის პროდუქცია ჰქონდა შესანახად, უახლესი მონაცემები კი აჩვენებს, რომ დიდი ნაწილი ფუჭდება, მფლობელები მის გაყიდვაა ძალიან დაბალ ფასად ცდილობენ.

“მოსავლის მოყვანა და ფულის კარგვა დიდხანს ვეღარ გაგრძელდება“, - თქვა მეოთხე თაობის მწარმოებელმა ჯეიმს კრემასკომ, რომელიც უყურებდა პროცესს, თუ როგორ აშორებდნენ ბაბუას დარგული ვაზის რიგებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ გრიფიტის მახლობლად.

ავსტრალიის საღვინე ყურძნის დაახლოებით ორი მესამედი მოჰყავთ სარწყავ შიდა რეგიონებში, მაგალითად გრიფიტში, მისი ლანდშაფტი ჩამოყალიბებულია ვაზის მოყვანის ისეთი ტექნიკით, რომელიც იტალიელმა მიგრანტებმა 1950-იან წლებში გაავრცელეს.

ღვინის მსხვილი მწარმოებლები, მაგალითას Treasury Wines და Carlyle Group-ის Accolade Wines, ამახვილებენ ყურადღებას უფრო ძვირიან ღვინიებზე, რომლებიც უკეთესად იყიდება, გრიფიტის მიმდებარე ტერიტორიები გადარჩენისთვის იბრძვიან, დაუკრეფი ყურძენი კი ვაზებზე ჭკნება.

"ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეპოქა მთავრდება", - თქვა ენდრიუ კალაბრიამ, ვენახის მფლობელმა და ღვინის მწარმოებელმა Calabria Wines-ში

„მევენახეებისთვის რთულია ფანჯრიდან გახედვა და ჭუჭყის გროვის დანახვა იმ ვაზის ნაცვლად, რომლებსაც იქ ძალიან დიდ ხანს უვლიდნენ“. 1,1 მილიონი ვაზის “ნაშთი”, რომლებიც ოდესღაც ავსტრალიის ერთ-ერთ უდიდეს ვენახს შეადგენდა, აღარ გამოიყენება ღვინის საწარმოებლად.

ყველაზე მეტად წითელი ღვინო დაზარალდა. ისეთ რეგიონებში, როგორიც არის გრიფიტი, მასში შემავალი ყურძნის ფასი გასულ წელს დაეცა საშუალოდ 304 ავსტრალიურ დოლარამდე ($200) ტონაზე, რაც ყველაზე დაბალია ათწლეულების განმავლობაში და 659 AU$-დან 2020 წელს, ვკითხულობთ ინდუსტრიული ორგანოს Wine Australia-ს მონაცემებში.

მთავრობამ, რომელიც წელს კიდევ უფრო დაბალ ფასებს პროგნოზირებს, თქვა, რომ აცნობიერებს მწარმოებლების წინაშე მდგარი მნიშვნელოვან გამოწვევებს და მზად არის მხარი დაუჭიროს სექტორს, თუმცა ბევრი მევენახე ამბობს, რომ მთავრობას ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, სამწუხაროდ. სტატიას გაეცანით ვებგვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული