მუსიკალურ არხ MTV-ს თანამშრომელმა, 31 წლის კარა ლეიბამ ნამდვილი გადატრიალება მოხდინა თანამედროვე დიეტოლოგიაში. საქმე ისაა, რომ მან წონაში შამპანურის ყოველდღიური მიღების შედეგად დაიკლო, უკვე ათასობით მიმდევარიც გაიჩინა და შამპანურის დიეტაზე ახლა უკვე წიგნის დაწერასაც აპირებს. დაძაბული სამუშაო რიტმის გამო კარა ვერ ახერხებდა ნორმალურად კვებას, ორიოდ ლუკმას კი რომელიმე წითელ ღვინოს აყოლებდა. ერთხელაც მეგობარმა ურჩია, ღვინო შამპანურით შეეცვალა, ამასთან, გამუდმებულ დიეტებზე უარი ეთქვა და მხოლოდ ჯანსაღი საკვები მიეღო. კარა ასეც მოიქცა და მალე შესანიშნავი შედეგიც მიიღო. დღეში ორი ბოკალი შამპანურისა და ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი საკვების (დღეში 1200-1400 კალორია) მიღების შედეგად მან დაახლოებით ათი კილოგრამი დაიკლო. ,,შეარჩიეთ ხარისხიანი საკვები; ჩიზბურგერის, შემწვარი კარტოფილისა და კოკა-კოლას ნაცვლად შებოლილი ორაგულით, სალათითა და შამპანურით ისადილეთ. შამპანურს მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ, მე კი გირჩევთ, ის ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ” - გვირჩევს კარა. თუმცა ამ დიეტას მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ - ბრიტანელი დიეტოლოგი ელიზაბეტ ვეიხსელბაუმი თვლის, რომ მიუხედავად ზოგიერთი სასარგებლო ნივთიერებისა, რომელსაც ეს სასმელი შეიცავს, შამპანურის ყოველდღიური მიღება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი