Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის პიცა

საჭირო მასალა: ცომისთვის -2 ჭიქა რძე, 1 კვერცხი, 1 ს.კ. შაქარი, 4 კოვზი ზეთი, 1/4 ჩ.კ. მარილი, 2 ს.კ. მშრალი საფუარი, 1 კგ. ფქვილი.გულსართისთვის - 100 გ. გაყინული ზღვის კოქტეილი, 200 გ. თევზის ფილე, 100 გ. უკურკო შავი ზეთისხილი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 ს.კ. პომივრის პასტა, 0,5 ჭიქა გახეხილი ყველი, 2 ს.კ. გამშრალი რეჰანი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: 2 ჭიქა ფქვილში ავურიოთ საფუარი. მარილი, შაქარი, კვერცხი და თბილი წყალი. გათქვეფილი მასა ჩავასხათ საფუვრიან ფქვილში, თან ფქვილი ვუმატოთ და ზე­თიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი, შემდეგ გადავაფაროთ ტილო და დავდ­გათ თბილ ადგილას ასაფუებლად.ზღვის კოქტეილი  და ტევზის ნაჭრები 2-3 წუთის განმავლობაში ვხარშოთ მარილ-წყალში, შემდეგ თევზი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცომი მოვათავსოთ ფორმაში, წავუსვათ ჯერ ზეითუნის ზეთი, შემდეგ - პომიდვრის პასტა, ზედ დავაწყოტ თევზეული, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, შემდეგ დავამატოტ ზეთისხილი, გახეხილი ყველი და გამშრალი რეჰანი. პიცა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend



პიცაც კარგია და თევზიც, მაგრამ ცალცალკე და სხვადასხვა ხასიათზე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული