Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პაკეტი დარჩენილი ღვინისთვის

რა ვუყოთ ბოთლში დარჩენილ ღვინოს? როგორ შევინახოთ ისე, რომ 2 დღეში გადასაღვრელი არ გაგვიხდეს? ეს კითხვა ძალიან ბევრს აწუხებს. ბარებსა და რესტორნებში ბოთლში დარჩენილი ღვინის შესანახად ინერტულ აირს იყენებენ. აირს ბოთლში უშვებენ, რათა სასმელს ჟანგბადი არ მოხვდეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ განსაკუთრებულ ადგილებში გამოიყენება, რადგან საკმაოდ “ძვირი სიამოვნებაა”. მაგრამ როგორ შევინახოთ მორჩენილი ღვინო სახლის პირობებში? სპორტული საქონლის კომპანია Cascade Designs Inc-მა გადაწყვიტა, ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. შეგახსენებთ, რომ კომპანია უკვე დიდი ხანია, ტურისტებისათვის სითხის შესანახ ჭურჭელს უშვებს. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, რათა ღვინის შესანახი ჭურჭელიც აწარმოონ. სიახლე, რომელსაც PlatyPreserve დაარქვეს, მაიონეზისა და კეტჩუპის შეფუთვას მოგვაგონებს (ინგლ. pouch). პაკეტი, რომელიც სიეტლსა და ირლანდიაში იწარმოება, სამი ფენისაგან – პოლიეთილენის, დაპრესილი ნეილონისა და დამცავი ფენისაგან შედგება. ეს სამივე ფენა კი თერმულად მუშავდება და ერთ გაუმტარ ფენას ქმნის. მწარმოებელები გვარწმუნებენ, რომ გამორიცხულია, პაკეტიდან ღვინომ გამოჟონოს ან მასში ჰაერი შეიპაროს. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები სასმლის გემოსა და არომატზე სრულიად არ მოქმედებს. პაკეტი კიდევ უფრო დაცული რომ იყოს, მას ხრახნიანი თავსახური აქვს. ჭურჭელი, სტანდარტული ბოთლის მსგავსად, 750 მლ-იანია. თუკი ბოთლში დაულეველი ღვინო დაგრჩათ, გადაასხით პაკეტში, ხელის მოჭერით გამოდევნეთ ჰაერი და მაგრად მოუჭირეთ თავსახური. მწარმოებლების თქმით, ასეთი ჭურჭელი შეგვიძლია მრავალჯერ გამოვიყენოთ. საკმარისია, ყოველი გამოყენების შემდეგ თბილი წყლით გამოვრეცხოთ და გავაშროთ. თავად პაკეტს კი ვარგისიანობის ვადა არასდროს ეწურება. ახალი შეფუთვა ჟურნალ Wines & Vines-ის რედაქციაში გამოსცადეს. დაკვირვების შედეგად მათ დაადგინეს, რომ ამ ჭურჭელში ღვინო მართლაც კარგად ინახება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით. გარკვეული დროის შემდეგ ღვინო ამ ჭურჭელშიც ძმარდება. სპეციალისტები კიდევ ერთ გაფრთხილებას გვაძლევენ – პაკეტი ცქრიალა ღვინის შესანახად არ გამოდგება! 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული