Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩეხური გულიაში ლუდით

საჭირო მასალა: 500 გ ძროხის ხორცი, 1 თავი ხახვი, 70 გ ტომატ-პასტა, 1 ლ ძროხის ხორცის ბულიონი, 250-300 გ რუხი პური, 1 კბილი ნიორი, 60 მლ ღია ფერის ლუდი, ძირა, პაპრიკა, მარილი, წიწაკა და თავშავა – გემოვნებით.

მომზადება: ღრმა ტაფაში ან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. როდესაც ხახვი გაოქროსფერდება, დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხორცის ნაჭრები ყველა მხრიდან შევბრაწოთ, დავასხათ 30 მლ ლუდი, შევურიოთ ტომატ-პასტა და 5 წუთი ვშუშოთ. ხორცს დავაყაროთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და პაპრიკა, შემდეგ დავასხათ 1 ლ ბულიონი და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. ამასობაში პური წყალში დავალბოთ, შემდეგ დოლბანდში გავწუროთ და საცერზე გავატაროთ. როდესაც ბულიონი ადუღდება, ჩავუმატოთ პური, თავშავა და 1-1,5 საათის განმავლობაში თავმოხდილი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. მომზადებამდე 10-15 წთით ადრე გულაშს  დარჩენილი ლუდიც დავასხათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.