Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე, მონასტრის ღვინოები, ხარება, 2010

30.00 ლარი

მწვანე კახურის ჯიშიდან დაყენებული ქვევრის ღვინოა, ქარვისფერია, ძალიან სასიამოვნო არომატებით. უპირველეს ყოვლისა ქართული სუნელები გეცემათ, უცხო სუნელი, ზაფრანა, ბეგქონდარა. ცოცხალი კახური ღვინოა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი და სხეულიანია. გემრიელი ახალი ღვინოა საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება და დარბილდება.

© ღვინის კლუბი/Weekend



თუ შეიძლება დამიზზუსტოთ კახეთში, რომელ მონასტერში მზადდება ეს ღვინო?


vai, rom arcertshi....


და რა საჭიროა მაშინ ამის ზედ მიწერა? ან ღმერთის არ ეშინიათ ან სინდისი მაინც არ აწუხებთ? დარწმუნებული ვარ თუ ეგ ეგრეა საპატრიარქო გამოხატავს თავის აზრსს. ამოვიდა ყელში ეკლესიას ამოფარებული ვაჭრების პარპაში. ნუთუ ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს? სად არიან ღვინის მწერლები ან ჟურნალისტები? გთხოვთ ამ საიტის ხელმძღვანელობას თუკი იცნობთ და შეხება გაქვთ ამ ქარხნის მეღვინეებს ან თუნდაც PR-მენეჯერს ორიოდე სიტყვით აგვიხსნან რაშია საქმე. ან სამუდამოდ შეეშვან მონასტრით მანიპულირებას.


ეხლახანს გუგლში ვეძებდი ინფორმაციებს და ამ საიტის ფორუმზე მომახვედრა,რის შემდეგაც ნათელი გახდა ყველაფერი ჩემთვის. ამ ფორუმის გამოცდილი წევრების პოსტებს გადავავლე თვალი სადაც ვითომ მონასტრულ ღვინოებს აკრიტიკებდნენ შემდგომ ვინმე ჩიჩუამ(როგორც ჩანს ამ ქარხნის მეღვინეა ალბად ჩემი აზრით)მათ წინააღმდეგ მუქარანარევი შენიშვნა გამოაქვეყნა. ანუ მათი მეღვინე ან კონსულტანტი ფორუმის წევრია შესაბამისად ფორუმის ადმინისტრაცია და ფორუმელი საზოგადოება დუმს შესაძლოა ფორუმელ ჩიჩუას ხათრით.დარწმუნებული ვარ ხარების ქვევრის ღვინოები რომლებსაც თავად უწოდებენ ისეთივე ქვევრისა იქნება როგორც ეს ღვინო მონასტრის. აი ამაზე სათქმელი კი ყველამ ხმამაღლა უნდა გამოხატოს. უკაცრავად დამავიწყდა ეს ხომ საქართველოა და აქ ყველაყველას ახლობელია იმის რიდი ამის ხათრი და უკვე საქვეყნო საქმე ფუჭდება! შემირცხვენია ყველა არაკეთილსინდისიერი მეწარმე!!!


გამარჯობათ ღვინის კლუბს დაგეგმილი აქვს თავის ერთ–ერთ ლექცია სემინარზე კომპანია ხარების წარმომადგენლის (მეღვინის) მოწვევა. მოგეხსენებათ ჩვენ ლექცია სემინარებზე დასწრება თავისუფალია. როგორც კი დაზუსტდება თარიღი ინფორმაცია განთავსდება ჩვენ ბლოგზე, ფორუმზე და ფეისბუკზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ, თავად დაუსვათ კითხვები ხარების წარმომადგენელს და მიიღოთ პასუხი თქვენთვის ყველა საინტერესო თემაზე.


 ko_s_ta, თქვენ ზედმეტად ხმამაღლა გამოხატავთ სათქმელს. როგორც ჩანს სხვებზე მეტი ინფორმაცია გაქვთ (ერთგან ისიც თქვით დარწმუნებით, რომ ხარებას ღვინო ქვევრის არ არის), თუ ასეა იქნებ თქვენ გვითხრათ რაშია საქმე, თუ არა და ხარებას წარმომადგენლის კომენტარს დაელოდეთ და ბოლომდე გაერკვიეთ რაშია საქმე. 



დაზუსტებას დავლოდებოდით მეგობრებო და სიცხარე მერე. აგერ, თურმე სულაც არ გაურბიან შეკითხვებს ამ ღვინოების პატრონები. უმიზეზოდ არ დაარქმევდნენ, სხვებსაც გაუჩნდებდათ ეგ ლოგიკური კითხვა.


მე რამდენადაც ვიცი ხარებას აქვს ქვევრები. მე ვფლობ ინფორმაციას რომ იმერეთის ქვევრებში ძალიან კარგი ოცხანური ვარგდება. ადგილობრივი მეღვინის თქმით ღვინის კლუბს ექნება შესაძლებლობა ამ ღვინის გასინჯვის. იმედია ეს ახალი ღვინის ფესტივალზე მოხდება რასაც დიდი ინტერესით ველოდები. რაც შეეხება მონასტრულ ღვინოებს ამის შესახებ ვფიქრობ თავად გააკეთებენ კომენტარს. არამგონია ხარება ის კომპანია იყოს რომელიც თაღლითობას მიმართავდეს. გთხოვთ დაუზუსტებელ ინფორმაციებს ნუ გამოიყენებთ, უფრო კორექტულადაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა. პატივისცემით, ა. კობახიძე


ამას წინათ გავსინჯეთ მონასტრის ღვინოების ქისი. მშვენიერი ღვინოა და გირჩევთ გასინჯოთ. მწვანესაც გავსინჯავ აუცილებლად, მაგრამ ფასი მგონი ძალიან გაბერილია. ქისი კიდევ უფრო ძვირია, მაგრამ გასინჯვად ნამდვილად ღირს. მონასტერს რაც შეეხება. ბოთლის (მონასტრის ღვინოების ქისი) ეტიკეტზე ვკითხულობთ - წარმოებულია წმ. გიორგის სახელობის სტავროპიგიალური დედათა მონასტრის მიერ და ჩამოსხმულია "მეღვინეობა ხარება"-ს ღვინის ქარხანაში. ქ. თერჯოლა. სტავროპიგიალური რა არის? :) იმედია მეც დავესწრები ლექციას და გავარკვევ. ნათლისღებას გილოცავთ..


სტავროპიგიალური ნიშნავს პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფს. ანუ მონასტერი არ ექვემდებარება თერჯოლა–ტყიბულის ეპარქიას და მეუფე გიორგის. ის არის უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარებაში.


ზემოთ აღნიშნულ მონასტერში ცხოვრობს მხოლოდ ერთი დედაო,(რომელიც ძალიან კარგი ადამიანია!!!)ასეთი მონასტრების პრაქტიკა მართლმადიდებლურ სამყაროში საუკუნეებია არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ნება მიბოძეთ გავიაზრო და წარმოვიდგინო მომხდარი. მაშ ასე: ყურძნი დაკრიფა დედაომ, მერე დაწურა, მერე დააღვინა(საფუარების უხვი დამატებით), მერე გაფილტრა, მერე დააგოგირდა, მერე ბოთლები დარეცხა, მერე ღვინო ჩამოსხა, მერე ეტიკეტები დააწება,და ქსელში გაიტანა სარეალიზაციოთ (ეს უკანასკნელი შესაძლოა ვინმე სხვამაც გააკეთა). აი სულ ესა, და ეხლა მითხარით, ეს ყველაფერი ჩემი ღრმა ფანტაზიის უბადლო ნაყოფია თუ მართლაც ასე იყო ყოველივე? სად ქალი, და მეტადრე დედაო, და სად ღვინის დაყენება? რა ხდება ყმაწვილებო?


ბატონო წინა პოსტის ავტორო. გთხოვთ მიუთითოთ თქვენი ვინაობაც :) თორემ მე მივუთითებ :)



ბატონო წინა პოსტის ავტორო, ყველაფერი იქნება თავის დროზე! მანამდე კი, თქვენის ნებართვითა და წყალობით დროებით დავრჩები იმგვარივე გაურკვეველ მდგომიარობაში, როგორშიც ზემოთაღნიშნული ღვინოა :)


ჰმმ!



ჩემი აზრით მონასტრის ღვინო რომ დაეწეროს ისიც კმარა რომ იმ ძველი ქართული მონასტრული მეთოდით არის ღვინო დაყენებული და საუკეთესო მაგალითია ქართული ქვევრის ღვინის რომელიც ოდიდგანვე მონასტერში მზადდებოდა ჩველი წინაპრების მიერ. არაფრი აქვს მაგ ღვინოს საკრიტიკო. იდეალური ღვინოა რომელიც ზოგადად ჩვენი საამაყოა.


Very shortly this web site will be famous among all blogging viewers, due to it's good articles or reviews

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული