Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის საახალწლო ბაზრობის (2018) გზამკვლევი სტუმრებისთვის (2)

გზამკვლევი იმის შესახებ, თუ რა პროდუქტს, ფასდაკლებებსა და აქციებს გვთავაზობენ საახალწლო ბაზრობის მონაწილეები 23 და 24 დეკემბერს.

ძმების მარანი საახალწლო ბაზრობაზე რამდენიმე დასახელების ღვინოს წარადგენს: რქაწითელი 2015 წლის, ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული. რქაწითელი 2016 წლის - ქვევრი, საფერავი 2016 წლის, ქვევრი, როზე - 2017 წლის. საფერავი, რქაწითელი ქვევრი, მუხაში დავარგებული. 1 ყუთის ყიდვის შთხვევაში ძმები 15 %-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ მომხმარებელს.

ქართველ და უცხოელ მომხმარებელს ძმების მარანი ულოცავს ახალ 2018 წელს, უსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებას! ყველას ურჩევენ მიირთვან ნატურალური ღვინოები.

თბილღვინოს წარმოდგენილი ექნება 10 დასახელების ღვინო: ალაზნის ველი (თეთრი), ალაზნის ველი (წითელი), რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, ნაფარეული, ახაშენი, ქვევრის რქაწითელი, ქვევრის საფერავი, ქვევრის ქისი. ასევე ბაზრობაზე წარმოადგენენ სამი დასახელების ჭაჭას: საფერავი, საფერავი მუხაში და რქაწითელი.

თბილღვინო ამ ორი დღის მანძილზე შემოგთავაზებთ: 15დან-50%-მდე ფასდაკლებას. წარმოდგენილი ღვინოებიდან ქვევრის ღვინო სიახლეა ამ კომპანიისთვის და საახალწლო ბაზრობაზეც შეძლებთ მის დაგემოვნებას.

შატო ხაშმი საახალწლო ბაზრობის სტუმრებს 3 დასახელების ღვინოს დაახვედრებს: რქაწითელი, ხაშმის საფერავი და ქისი. ღონისძიებაზე ფასდაკლების პაკეტებს შემოგვთავაზებენ. „ჩვენ გვინდა გავაცნოთ მომხმარებელს ნატურალური ღვინო და ვაჩვენოთ რით განსხვავდება საოჯახო მარანი მსხვილი კომპანიებისგან“ - შატო ხაშმი.

თელიანი ველი წლევანდელ ღვინის საახალწლო ბაზრობაზე 20-მდე დასახელების სხვადასხვა ღვინოს წარმოადგენს. სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ და შეიძინონ, როგორც რეზერვუარული მეთოდით დამზადებული ევროპული ტიპის ღვინოები, ასევე ჭაჭაზე დაყენებული კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო. მათ შორის ქვევრის ღვინოები ჭაჭაზე 6 თვიანი დაყოვნებით. ასევე წარმოდგენილი იქნება თელიანი ველის ცქრიალა ღვინო. ღვინის საახალწლო ბაზრობაზე მომხმარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს და შეიძინოს თელიანი ველის ჭაჭა და ბრენდი - ლე კავკასი. საახალწლო ბარზობაზე მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს თელიანი ველის პროდუქცია სპეციალურ ფასად. ასევე, თელიანი ველის ახალი 4 ბოთლიანი სასაჩუქრე ნაკრები, რომელშიც წარმოდგენილია საფერავი, ახაშენი, წინანდალი და რქაწითელი ქვევრი, ოთხივე ღვინო სპეც ეტიკეტით, რომლიც შეიქმნა კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ ფარგლებში. ეტიკეტებზე ოთხმა სხვადასხვა სტუდიამ და დიზაინერებმა იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტი ლიმიტირებულია. თელიანი ველის მთავარი მოწოდებაა „ეძიე და მოყევი ღვინოს“. ღვინის ძიება ჭეშმარიტების ძიებას ჰგავს. ნებისმიერს შეუძლია თავის თავში ღვინის მცოდნე და დამგემოვნებელი გაზარდოს. ჩვენი მიზანი და სურვილია მომხმარებელს მუდმივად დავეხმაროთ სასურველი გემოს მოძიებაში. მათ კი ვისაც ჯერ არ დაუგემოვნებია, გელით ღვინის საახალწლო ბაზრობაზე.

23 და 24 დეკემბერს, ღვინის საახალწლო ბაზრობაზე თხევადი მზე ორი დასახელების ღვინოს შემოგვთავაზებს: მანავის მწვანესა (მცირე რაოდენობით) და საფერავი ბუდეშურისებრს. ახალგაზრდა მარანი ფელამუშსაც აწარმოებს, საახალწლო ბაზრობაზე შეძლებთ შეიძინოთ ფელამუში გარგრისა და ქლიავის ჩირით. სტუმრებისთვის კომპანიას ექნება სპეციალური შეთავაზებები როგორც ღვინოზე, ისე ფელამუშზე. „ჩვენს მომხმარებელს ვურჩევდით, რომ ქართული პროდუქტი შეიძინონ და მიირთვან განსაკუთრებულ გარემოში. ამით ისინი ხელს უწყობენ მცირე მარნების განვითარებას. ასევე გვსურს მათ ვუთხრათ, შეიყვარონ ჩვენი პროდუქტი“ - თხევადი მზე.

გამოფენაზე ასკანელი ძმების 13 სახეობის ღვინო იქნება წარმოდგენილი: ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქინძმარაული, საფერავი, მანავი, ხვანჭკარა. პრემიუმ კლასის და ექსკლუზიური კუპაჟები: საფერავი პრემიუმი და საფერავი მუსკატი. ლიმიტირებული ხაზი - დორა საფერავი. ღვინოებთან ერთად საახალწლო ბაზრობაზე სტუმრებს შესთავაზებენ კონიაკსა და ტრადიციულ ჭაჭას.

დაგეგმილია სხვადასხვა საახალწლო ფასდაკლებები და აქციები, რომელიც აუცილებლად მოერგება ყველა მომხმარებელს, ასევე ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება გასინჯონ ღვინის გარკვეული სახეობები უფასოდ. „საახალწლოდ ჩვენ ვურჩევთ ტრადიციულ ღვინოებს, წითელი ღვინის მოყვარულებს კი მშრალ საფერავ პრემიუმს და ნახევრად ტკბილ ქინძმარაულს. თეთრ ღვინებში გამოვარჩევთ მშრალ მანავს და ნახევრად ტკბილ ტვიშს" - კომპანია ასკანელი ძმები.

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.