Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მე-9 საერთაშორისო ღვინის კონკურსი International Wine Competition ახლოვდება

9-11 ივნისს თბილისში Winexpo Georgia 2017-ის ფარგლებში ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის, OIV-ის ოფიციალური პატრონაჟით ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი International Wine Competition ჩატარდება.

შეგახსენებთ, Winexpo Georgia 2017 გამოფენა გაიხსნება 9 ივნისს, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში (სამუშაო საათები - 11:00 – 19:00).

ქართული ღვინის კომპანიები საგანგებოდ ემზადებიან ამ კონკურსისთვის. გამოფენას კი დიდი ინტერესით ელიან ღვინის სპეციალისტები და მოყვარულები, რომლებიც „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ღვინოებს სამი დღის განმავლობაში დააგემოვნებენ და შეაფასებენ.

წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე კომპანია, მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. მათ შორის იქნება 24 ქვევრის ღვინის მწარმოებელი მეღვინეობა. Winexpo Georgia 2017-ზე წარმოდგენილი იქნება როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის წარმოებისთვის საჭირო დამხმარე მასალები: მანქანა-დანადგარები, შესაფუთი მასალები, მინის ტარა, საცობები და სხვა.

საკონკურსო ღვინოებს შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები: ცნობილი ქართველი და უცხოელი ღვინის დიდოსტატები, ენოლოგები, სომელიები და ღვინის ჟურნალისტები.

International Wine Competition–ის ჟიურის თავმჯდომარეა ტიმ ატკინი, ღვინის მაგისტრი, ღვინის მწერალი დიდი ბრიტანეთიდან. წლევანდელი ჟიურის წევრები არიან: იაპონელი ღვინის დიდოსტატი (MW) კენიჩი ოჰაში, ცნობილი სომელიე ისა ბალი (თურქეთი), ღვინის დიდოსტატი სარა ებოტი, ბრიტანეთიდან, ღვინის ჟურნალისტი, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს ღვინის მარკეტინგში; გოგი დაქიშვილი, ენოლოგი და მეღვინე, ენოლოგიისა და მევენახეობის ამერიკული საზოგადოების წევრი, მიხეილ მესხი, ღვინის ექსპერტი, Shvidi Wine-ს დირექტორი (საქართველო).

საუკეთესო ღვინოები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდება.

წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კონკურსში გამარჯვებული ღვინოებისთვის ივანე მუხრან ბატონის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანისა და ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედლები დაწესდა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ტრენინგები, საქმიანი შეხვედრები, ლექციები, პრეზენტაციები.

გამოფენაზე საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები.

გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული