Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის რეგიონები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

ღვინის ინდუსტრიაში უდავოდ არსებობს რამდენიმე საკმაოდ დიდი "მოთამაშე", (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი), რომელთა ღვინოები მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია. თუმცა თუ ძიებას შეწყვეტთ, შეიძლება ისეთი საინტერესო რეგიონები მოგრჩეთ გვერდზე,რომლებიც  ნამდვილად ძალიან მოგხიბლავთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებებსაც დაგიტოვებთ. Tasting Table საუკეთესო ღვინის რეგიონებს აცნობს მკითხველს, მათ შორის კი საქართველოს, კახეთის რეგიონსაც შეხვდებით. ავტორი წერს ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე, ღვინის ტექნოლოგიაზე, ქართულ ექსპორტსა და კახეთის მახასიათებლებზე :”კახეთის რეგიონი საქართველოშია, იქ, სადაც ღვინოს უკვე 8000 წელია აწარმოებენ. ბოლო პერიოდია მისი პოპულარობაც იზრდება, უფრო და უფრო მეტს ესმის მსოფლიოში ქართული ღვინის შესახებ, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ექსპორტიც საგრძნობლად გაიზარდა აშშ-ში, რაც ცნობადობას კიდევ უფრო ზრდის. კახეთის რეგიონი გამოირჩევა ძალიან ხელსაყრელი პირობებითა და უნიკალური ნიადაგით ვაზის მოყვანისთვის. ღვინის მოყვარულებს კი შეუძლიათ დააჭაშნიკონ საფერავი, რქაწითელი, თეთრი და წითელი ჯიშებისგან დაწურული ქვევრის ღვინოები, რომლებიც აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას” - ვკითხულობთ სტატიაში. 

საქართველოს რეგიონის გარდა ავტორი წერს კანადის, ტასმანიის, ბრაზილიის. შვეიცარიისა და კიდევ სხვა რეგიონების შესახებ, რომელთა ღვინოც მსოფლიოში არც თუ ისე სახელგათქმულია. 

ტასმიანიაში ძალიან ამაყობენ ნიადაგის ფართო მრავალფეროვნებით, სადაც გრილი კლიმატია და ძირითადად უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინოებს წურავენ პინო ნუარისა და შარდონესაგან. Pipers River-ში ხარობს სხვა არომატული ჯიშები, როგორიცაა რისლინგი, გევურცტრამინერი და ა.შ. აქაური ღვინოა. 

შესაძლოა ჩილემ და არგენტინამ სამხრეთ ამერიკის ღვინის ექსპორტის ძირითადი ნაწილი დაიპყროს, თუმცა ცქრიალა ღვინის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბრაზილია საკუთარ თავს სწორედ ცქრიალა ღვინის “სამფლობელოს” უწოდებს. Vale dos vinhendos არის Serra Gaúcha-ს ნაწილი რიო გრანდეს სამხრეთით, სადაც რეგიონის მევენახეობის ისტორია 1800-იანი წლების ბოლოდან იწყებს ათვლას მაშინ, როცა ამ მხარეში იტალიელი ემიგრანტები დასახლდენ. ავტორის თქმით კი ეს რეგიონი ნამდვილად გამოირჩევა არომატული და ხარისხიანი ღვინოებით. 

შვეიცარიაში წარმოებულ ღვინოს ძირითადად თავადვე მიირთმევენ, როგორც სტატიასი ვკითხულობთ, ღვინის მხოლოდ 1%-ია ექსპორტირებული, თუმცა ეს ქვეყანა სავსეა მრავალფეროვნებით, რაც წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოების წარმოებას გულისხმობს. Lavaux vineyards ჟენევის ტბის მიმდებარედ მდებარეობს, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება და “იუნესკო” მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებს, აქ მოჰყავთ chasselas ვაზი, რომელიც სასიამოვნო სურნელებითა და გემოვნურივ მახასიათებლებით ხასიათდება. სტატია სრულად შეგიძლიათ tasting notes-ის ვებგვერდზე წაიკითხოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული