Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მოყვარულების დეფიციტი: ახალი გამოწვევები ღვინის ინდუსტრიაში

ღვინის გლობალური მოხმარების შემცირება სერიოზულ პრობლემებს უქმნის მეღვინეობას.  საერთაშორისო ღვინისა და ვენახის ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 2023 წელს ღვინის მოხმარებამ 221 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწია, რაც 2017 წელს დაფიქსირებული 247 მილიონ ჰექტოლიტრზე 10%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე დაახლოებით 3.5 მილიარდი ბოთლით ნაკლები ღვინოა, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია.

ამ ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ღვინის ძირითადი მომხმარებელი თაობა – ბეიბი ბუმერები – ნაკლებს ყიდულობს, ახალგაზრდები კი, რომლებიც მათ ადგილს იკავებენ, ნაკლებად დაინტერესებულნი არიან ღვინით. Wine Economist-ის ანალიტიკოსის, მაიკ ვესეთის თქმით, ახალგაზრდა თაობა ან უფრო ნაკლებად სვამს, ან საერთოდ არ მოიხმარს ალკოჰოლს. ტრენდები, როგორიცაა „მშრალი იანვარი“, „მშრალი თებერვალი“ და „მკაცრი ოქტომბერი“, გავლენას ახდენს ალკოჰოლის ბაზარზე. გარდა ამისა, ინფლაციის პირობებში ადამიანები ირჩევენ უფრო იაფფასიან სასმელებს ან საერთოდ უარს ამბობენ ალკოჰოლზე.

გლობალურ დონეზე ღვინის მოხმარების შემცირების შედეგად, უამრავი ვენახი დაუმუშავებელი რჩება, ზოგიერთი მეღვინე საერთოდ აღარ კრეფს ყურძენს, ხოლო ღვინის მარნები გადაჭედილია სარეზერვო მარაგით. ამავე დროს, ბევრი მეღვინეობა იხურება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას იწვევს.

ღვინის ინდუსტრია კლიენტების მოზიდვის ახალ გზებს ეძებს. მაგალითად, წელს წამოიწყეს საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია სახელად „Come Over October“, რომელიც სთავაზობს ხალხს, მიიწვიონ მეგობრები სახლში და განიხილონ დღესასწაულებზე ერთად ღვინის გაზიარების ტრადიცია. ამის მიზანია „მშრალი ოქტომბრის“ წინააღმდეგ ბრძოლა და ღვინის მოხმარების გაზრდა.

კამპანია ღვინის ცნობილმა ექსპერტმა კარენ მაკნილმა, ასევე კიმბერლი ჩარლზმა და ჯინო კოლანჯელომ წამოიწყეს. კამპანია რეაგირებს თანამედროვე ჯანმრთელობის ტენდენციებზე, რადგან ახალგაზრდა თაობების უმეტესობა ნაკლებად მოიხმარს ალკოჰოლს, ხოლო ღვინის ინდუსტრია ეძებს ახალ გზებს, რომ ღვინის უნიკალური ადგილი შეინარჩუნოს საზოგადოებაში. “Come Over October” ამახვილებს ყურადღებას ზომიერების კულტურაზე და იმაზე, რომ ღვინო — ალკოჰოლის გარდა — გვაძლევს შესაძლებლობას ადამიანებს შორის კავშირისა და სიახლოვის გასამყარებლად .

ასევე, მეღვინეები ცდილობენ აითვისონ უალკოჰო სასმელების ბაზარი, ნელ-ნელ აიწყებენ მეტი დაბალალკოჰოლური ან უალკოჰოლო ღვინის წარმოებას. ამასთანავე, აკეთებენ ღვინის დეალკოჰოლიზაციასაც, რაც ღვინისა და არაალკოჰოლური პროდუქტების მოყვარულ მომხმარებლებს შორის კომპრომისს ქმნის.

თუმცა, საბოლოოდ, როგორც სტატიაც გვაცნობს, ახალგაზრდა თაობის ღვინის მოხმარებაზე დაბრუნება იქნება ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მეღვინეებს მოუწევთ თავიანთი პროდუქციის მორგება ახალგაზრდა მომხმარებლის ინტერესებსა და ტენდენციებზე, რათა ღვინის ინდუსტრიამ ეკონომიკური ძალა შეინარჩუნოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.