Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კატეგორიები და სახეობები, რომლებსაც ახალი ღვინის ფესტივალზე შეხვდებით

ახალი ღვინის ფესტივალი 2024” იმითაა განსაკუთრებული, რომ აქ ყველა ღვინის მოყვარული თუ ექსპერტი აუცილებლად აღმოაჩენს თავის რჩეულ ღვინოს. ახლა კი მოკლედ იმ რამდენიმე სახეობისა და მათი გემური თვისებების შესახებ გესაუბრებით, რომლებსაც ღვინის ფესსტივალზე შეხვდებით. პირველ რიგში, ფესტივალზე იქნება ყველა კატეგორია, მშრალი, ნახევრად მშრალი, ტკბილი, ცქრიალა და მძიმე, სხეულიანი წითელი ღვინოები. ყველაზე აქტუალური ისევ რქაწითელი და საფერავია. 

რქაწითელი ყველაზე ფართოდ გავრცელებული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად ყველაზე მეტად გავრცელებულია კახეთში, შემდეგ ბოლნის-მარნეულში, ქართლში და შედარებით მცირედ იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. საქართველოს ფარგლებს გარეთ პოპულარულია აზერბაიჯანში, სომხეთსა და დაღესტანში. ამ ჯიშს უხვი მოსავლიანობა ახასიათებს. ის მიჩნეულია, როგორც განსაკუთრებით მაღალი სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებების მატარებელი ჯიში. საუკეთესოა ქვევრში დაყენებული რქაწითელის ქარვისფერი ღვინოები გურჯაანიდან, სიღნაღიდან და ა.შ. ხშირად აყენებენ ხოლმე კახურ მწვანესთან ერთად (ადგილწარმოშობის ღვინო “წინანდალი”)

ფესტივალზე ყველაზე ხშირად რქაწითელთან ერთად შეხვდებით საფერავსაც, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება წითელ ჯიშებს შორის მსოფლიოში. აქვს ინტენსიური, მუქი ბროწეულის ფერი, ზომიერი სიმაგრე, ენერგია, სისრულე და სიხალისე, აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატი და ძლიერი ბუკეტი. შედარებით უფრო რბილი, ჰარმონიული და ხავერდოვანი ღვინოები ალაზნის მარცხენა მხარეს, კავკასიონის მთისწინა ზოლში დგება. 

ხშირია კახური მწვანე, რომელიც ევროპული და ქვევრის ტიპის მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა. კახეთის თეთრი ჯიშებიდან ყველაზე მეტად ნაზი და არომატული სასუფრე ღვინო სწორედ კახური მწვანით იწურება. იყენევენ სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლადაც. შედის ადგილწარმოშოვბის კონტროლირებადი ზონის “მანავის” და “წინანდლის” შემადგენლობაში. ღვინოს ახასიათებს ციტრუსის არომატი, ტროპიკული ხილის ტონები, მაღალი ალკოჰოლის შემცველობა და მჟავიანობა. ქართული ღვინის კომპანიები ევროპული ტიპისა და ქვევრის ღვინოს აწარმოებენ.

თავკვერი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგებული ჯიშია. განკუთვნილია ღია წითელი ფერის ორდინარული ღვინოების დასამზადებლად. ჯიშური და კუპაჟში გამოყენებული ღვინო ხასიათდება მსუბუქი სხეული, საშუალო ან საშუალოზე მცირე ალკოჰოლითა და ოდნავ მომატებული საერთო მჟავიანობით. თავკერიდან დგება ძალიან საინტრესო წითელი მშრალი ან ვარდისფერი ღვინოები ველური ვარდისა და წითელი ხილის სურნელებით. განსაკუთრებით სასიამოვნო ახალგაზრდა ღვინოა. 

ფესტივალზე ხშირად შეხვდებით ქისსა და რქაწითელისა და ქისის კუპაჟს. ქისი შედარებით ნაკლებად გავრცელებულიკახური ვაზის ჯიშია. ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით, ქვევრში კი ძალიან სასიამოვნო ქარვის ფერს იღებს. ევროპულის შემთხვევაში არომატი კარგადაა გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო სურნელები აქვს და ჰარმონიული, სრული გემო. კახურად დაყენებულს კი ხილის სასიამოვნო არომატი ახასიათებს, ნაზი, სრული, შინაარსიანი და ხავერდოვანი გემო. მიიღევა ძალიან კარგი ხარისხის სადესერტო ღვინოებიც.

ცოლოკოურიც საკმაოდ აქტუალური იქნება წლევანდელ ფესტივალზე. თუ ნახევრადტკბილი სადესერტო ღვინოები გიყვართ, აუცილებლად დააჭაშნიკეთ საოჯახო მარნების ცოლიკოურიც. მისგან სამი ტიპის ღვინოს ამზადებენ: იმერულს, ევროპულსა და ბუნებრივად ნახევრადტკბილს. მისი ღვინო გამჭვირვალე, მოყვითალო ფერისაა, აქვს სიხალისე, შინაარსი, რომელიც სიძველეში უმჯობესება და ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს იძენს.

ხიხვი ადგილობრივი, მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშა. ევროპული სუფრის ღივნო ღია ჩალისფერია, აქვს საკმაოდ სასიამოვნო ჯიშური არომატი. ქვევრში დაყენებულს უფრო სხეულიანი ტონები და სურნელები აქვს. 

ძელშავი იმერული ვაზის ჯიშია. მისგან ღია წითელ ან მოვარდისფრო ნაკლებად სხეულიან ღვინოს ამზადებენ, თუმცა თუ ხალისიანი, ენერგიული ღვინოები გიყვართ, აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ხშირად მიმართავენ კუპაჟს ოცხანურ საფერესთან, მგალობლიშვილთან და ა.შ. უკეთესი ხარისხის მასალას ძელშავი ცქრიალა ღვინოსთვის იძლევა - ამ წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერი, მსუბუქი და საკმაოდ ხალისიანია.

ფესტივალზე არაერთი იშვიათი ჯიშის გასინჯვასაც შეძლებთ, მათ შორის არის დანახარული, ოჯალეში, წარაფი, ბუდეშური საფერავი, ჩიტისთვალა, ქვიშხური, ძელშავი, ჭვიტილური, მაჭყვატური და ა.შ.

ფესტივალი 11 მაისს, მთაწმინდის პარკში “ღვინის კლუბის” ორგანიზებით 11:00-დან 18:00-მდე გაიმართება. გელოდებით ყველას!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული