Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წვნიანი გოგრითა და ისპანახით

საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 400 გ გოგრის რბილობი, 400 გ კარტოფილი, 150 გ ისპანახი, 1 ს.კ. ზეთი, 0,5 ს.კ. კარაქი, 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 0,5 წიწაკა ჩილი, 4 ღერი ოხრახუში, 30 გ მარილიანი, მოხალული ნუში, 0,5 ლიმონის წვენი და ცედრა, მწიკვი დარიჩინი და შაქარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ნიორი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. კარტოფილი და გოგრა 2 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ზეთი და კარაქი ერთად გავაცხელოთ ტაფაზე, დავუმატოთ ნიორი და ხახვი და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ 2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ კარტოფილი და გოგრა. 4 წუთში დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი და თავდახურული ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. ამასობაში ჩილი და ოხრახუში წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ ნუში და ლიმონის წვენი. გოგრის წვნიანს შევურიოთ ისპანახი, მარილი, პილპილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და დარიჩინი. როცა წამოდუღდება, შევურიოთ ნუშისა და ოხრახუშის ნარევი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული